18 ოქტომბერი, 2011

პოლონელი ასტრონომის ვიზიტი ილიაუნიში

ოქტომბერი 18, 2011 / 10:56

20 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პოლონური დღეების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პოლონური კოსმოსის კვლევის პროგრამის BRITE-PL-ს ხელმძღვანელს, პროფ. ალექსანდერ შვარცენბერგ-ჩერნის.

პრეზენტაციაზე პროფ. შვარცენბერგ-ჩერნი დაინტერესებულ პირებს გააცნობს პირველ პოლონურ კოსმოსურ სატელიტებს.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.brite-pl.pl

ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 505-ე აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. “ენციკლოპედიის” შენობა).

[wpai_display_imported_files_here]