Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამო

დეკემბერი 5, 2011 / 14:18

7 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედთა კლუბი „ლემადე” ილიაუნის თეატრში (ი.ჭავჭავაძის გამზ.32) პოეზიისა და კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს. შემოქმედთა კლუბი „ლემადე“ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის III კურსის სტუდენტმა ლიკა ოხანაშვილმა 2011
წლის 11 აპრილს დააფუძნა, მას ფილიალი თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტშიც აქვს.

კლუბის მიზანია ნიჭიერი სტუდენტების – პოეტების, მუსიკოსების, მხატვრების აღმოჩენა და შემოქმედებითი საღამოების საშუალებით მათი საზოგადოებისთვის გაცნობა.

შემოქმედებით საღამოებს კლუბი „ლემადე“ პერიოდულად ატარებს.

საღამოს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა კომპოზიტორი თორნიკე დადეგაშვილი, ფორტეპიანოზე დაუკრავს ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი თამთა დვალი, ლექსებს წაიკითხავენ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საღამოს გაუძღვებიან კლუბის პიარ-მენეჯერი დავით გოგშელიძე და  კლუბის წევრები: ანი პოგოსიანი, ირაკლი კორსაველი და ანი ქირია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 5, 2011
Time:
14:18
Event Category:
Event Tags: