21 ოქტომბერი, 2026

კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის II ფორუმი „ღია ბანკინგი და ღია ფინანსები კორეასა და საქართველოში“

ოქტომბერი 21, 2026 / 16:00 - 18:00

21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნისა და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის II ფორუმი „ღია ბანკინგი და ღია ფინანსები კორეასა და საქართველოში“ (პრაქტიკული ინოვაციები, რომლებიც გარდაქმნის ყოველდღიურ ფინანსურ ცხოვრებას).

ფინანსური ინოვაცია მაშინ ხდება მნიშვნელოვანი, როცა ყოველდღიურ რეალურ გამოწვევებს წყვეტს. კორეა-საქართველოს ციფრული ფინანსური თანამშრომლობის ფორუმი მაგალითია იმისა, როგორ გარდაქმნის ღია API-ების (ფინანსურ სისტემებს შორის უსაფრთხო და სტანდარტიზებული მონაცემთა გაცვლის მექანიზმების) ეკოსისტემა და ციფრული გადახდის სისტემები კორეისა და საქართველოს ფინანსურ სურათს.


ღონისძიების პროგრამა

16:00 – 16:10 | ფორუმის გახსნა

ჰიონ დუ კიმი (კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში)

ნინო დობორჯგინიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი)

16:10 – 17:05 | ექსპერტთა პრეზენტაციები

იანგ ჯინ კიმი (Young Jin Kim) – კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტის (KFTC) საერთაშორისო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
„ღია საბანკო ეკოსისტემის გაფართოება“

კვანგ სოკ ჩოი (Kwang Seok Choi) – კორეის საკრედიტო ინფორმაციის სამსახურის (KCIS) უფროსი მენეჯერი
„ფინანსური MyData-ს მიმოხილვა კორეაში“

ვარლამ ებანოიძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინტექისა და სუპტექის განვითარების დეპარტამენტის უფროსი
„Read-Only“-დან მოქმედ და მომგებიან ღია ფინანსებამდე“

ალექსი ხოროშვილი – Silk Bank-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
„Silk Bank – საქართველოს პირველი ციფრული ბანკი, შექმნილი დუოპოლიის პირობებში“

პაპუნა ლეჟავა – Keepz-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
„ინოვაციური ციფრული გადახდის სისტემები“

17:05 – 17:35 | პანელური დისკუსია

მოდერატორი: იანგ ჯინ კიმი

მონაწილეები: კვანგ სოკ ჩოი, ვარლამ ებანოიძე, ალექსი ხოროშვილი, პაპუნა ლეჟავა

17:35 – 17:50 | კითხვა–პასუხის სესია (Q&A)

17:50 – 18:00 | მიღება


დრო: 21 ოქტომბერი, 16:00-18:00

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3