საერთაშორისო ვორკშოპი „მობილურობა: სოლიდარობის შესაძლებლობები და შეზღუდვები“

ოქტომბერი 27, 2026 / 10:00 - 18:00

27 ოქტომბერს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ცენტრი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ჩრდილოეთ აზიის საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტი (IRECA-თბილისი) გამართავენ ვორკშოპს „მობილურობა: სოლიდარობის შესაძლებლობები და შეზღუდვები“.

ბოლო წლებში საქართველო და სომხეთი სულ უფრო მეტად იქცნენ მიგრაციის ეპიცენტრებად. თუ ადრე აქედან ძირითადად ემიგრაციაში მიდიოდნენ, დღეს ისინი მნიშვნელოვანი დანიშნულების ქვეყნებადაც ჩამოყალიბდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებისგან გაქცეული მიგრანტებისთვის, საერთაშორისო შრომითი მიგრანტებისა და უმაღლესი განათლების მისაღებად ჩამოსული სტუდენტებისთვის.

ვორკშოპი, რომელიც ეყრდნობა გადასახლების თემაზე შექმნილი ფრანკო-ქართული პროექტის შედეგებს, მიზნად ისახავს მიგრაციული დინამიკის ფართო განხილვას. შეხვედრა გააერთიანებს ანთროპოლოგებსა და სოციალურ მეცნიერებს, რათა განიხილონ მობილობა სხვადასხვა წახნაგიდან, იქნება ეს შეზღუდვები, ახალი შესაძლებლობები თუ ის ხილული და უხილავი ბარიერები, რომლებსაც მიგრაცია წარმოქმნის, ასევე როგორია მობილობა სხვადასხვა ჯგუფის პერსპექტივიდან. დისკუსიის მთავარი აქცენტი კავკასიაში მიგრაციის მრავალასპექტიანი ბუნება იქნება – ყურადღება გამახვილდება აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, როგორც კონფლიქტებისა და შესაძლებლობის სივრცეებზე, ასევე გაურკვევლობისა და ლიმინალურობის მდგომარეობაზე. ეს ყოველივე მოიცავს შრომას, კრიმინალურობას, კუთვნილებას, პარალელურ არსებობას, დაფარვასა და გამჟღავნებას. მკვლევრები მიმოიხილავენ ადამიანების, იდეების, სივრცეებისა და გემოების მიგრაციასა და სოლიდარობის, მტრულობის ან უხილავობის იმ ფორმებს, რომლებიც ამ პროცესში ჩნდება.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 27 ოქტომბერი, 10:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.