Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დასაქმების ცენტრის პრეზენტაცია

ივნისი 23, 2011 / 16:57

24 ივნისს, 14:00 სთ-ზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) გაიმართება საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრის, “SEC Georgia”-ს პროექტის – “იპოვე შენი ადგილი ცხოვრებაში”  პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გაეცნობით ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტუდენტთა დასაქმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.

პრეზენტაციას დაესწრებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, “SEC Georgia”-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები.

ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, “SEC Georgia” აქტიურად იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და უზრუნველყოფს პრაქტიკანტებისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების შევსებას პერსპექტიული სტუდენტებით. ვაკანტური ადგილების მიმართულებები მრავალფეროვანია: პრაქტიკების გავლა შეეძლებათ როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებს.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 23, 2011
Time:
16:57
Event Category:
Event Tags: