Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ამერიკელი პროფესორის, კლაუს რინის, მოხსენება თემაზე: მულტიკულტურალიზმი და ტრანსკულტურული ერთიანობის პრობლემა

ოქტომბერი 19, 2015 / 18:00

19 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის – ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაშიპლენარულ მოხსენებაზე: ”მულტიკულტურალიზმი და ტრანსკულტურული ერთიანობის პრობლემა”. მოხსენებას წაიკითხავს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, კლაუს რინი (ვაშინგტონი, აშშ).

კლაუს რინის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს: პოლიტიკასა და კულტურას, პოლიტიკასა და ეთიკას, ისტორიულ ცნობიერებას, ეპისტემოლოგიას, დასავლური პოლიტიკური აზროვნების ისტორიას, კონსერვატიზმს, ლიბერალიზმს, კონსტიტუციოინალიზმს. ის არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი. ინსტიტუტი იკვლევს ცივილიზაციის მორალურსა და კულტურულ საფუძვლებს. კლაუს რინი სამეცნიერო ჟურნალის, Humanitas-ის, რედაქტორია.

მოდერატორი: პროფ. პაატა ჩხეიძე

დრო: 19 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 19, 2015
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: