
20 ოქტომბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის – ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში – ფარგლებში, გიწვევთ ვებგვერდის პრეზენტაციაზე.
ვებგვერდი www.modernism.ge წარმოადგენს ახალ, მდიდარ რესურსს, რომელიც ციფრულ ფორმატში გვაცნობს ქართული მოდერნიზმის/ავანგარდის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის თბილისის მულტიკულტურული ავანგარდის მემკვიდრეობას.
მასალების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში (დირექტორი ნოდარ გრიგოლაშვილი).
ვებგვერდის შემქმნელები, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები – ნანა ყიფიანი, მზია ჩიხრაძე, თეა ტაბატაძე, ისაუბრებენ თემაზე: ”თბილისის მულტიკულტურული ავანგარდი”.
დრო: 20 ოქტომბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]