
20 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე უმასპინძლებს მოხალისეებს The Pilgreens, რომლებიც მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოგზაურობენ აზიიდან ევროპამდე.
The Pilgreens-ის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას მზის ენერგიის დადებითი მხარეები და მისი გამოყენების პერსპექტივები. ამიტომ ისინი მზის და ელექტროენერგიაზე მომუშავე უცნაური ტრანსპორტით, Tuk-Tuk-ით მოგზაურობენ ტაილანდიდან საფრანგეთისკენ.
მათი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის პარიზი, სადაც 2015 წლის დეკემბერში გაიმართება COP21 – გაეროს კონფერენცია კლიმატის საკითხებზე.
გზად ისინი გაივლიან 15 ქვეყანას, დაფარავენ 22 000 კილომეტრს და გამართავენ შეხვედრებს უნივერსიტეტებში მზის ენერგიასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.
The Pilgreens-ის წარმომადგენლები 20 ოქტომბერს ილიაუნის სამეცნიერო კაფის ფარგლებში შეხვდებიან დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევარებს და გაუზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას.
აღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://the-pilgreens.com
შეხვედრის დრო: 20 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]