19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან.
ანა რუხაძე ისაუბრებს ცენტრის საქმიანობასა და დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატზე, ზუკა ქოჩლაძე სტუდენტებს გააცნობს შემოთავაზებულ შესაძლებლობებს:
- ცოდნის ჰაბი – სამეცნიერო სტატიებისა და ესეების გამოქვეყნება და მოძიება;
- ეკოაქტივობები – ეკობანაკებსა და იდეათონებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო განათლება – საზღვარგარეთ კურსებსა და პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერა კონსერვაციისა და ეკოსისტემების აღდგენის მიმართულებით;
- UNESCO MAB-ის ახალგაზრდა პროფესიონალ მკვლევართა პროგრამაში მონაწილეობის ხელშეწყობა.
შეხვედრა, პირველ რიგში, საინტერესო იქნება ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, თუმცა დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მსმენელს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 19 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.