27 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიაუნის B302 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ორგანიზაცია Expertise France-ის თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის გაიმართება სემინარი „დისკრიმინაცია და ბულინგი სამუშაო ადგილას, პრობლემა და გადაჭრის გზები“.
სამართლის სკოლის პროფესორები სემინარზე განიხილავენ დისკრიმინაციისა და ბულინგის პრობლემებს, სემინარის მონაწილეები იმუშავებენ ქეისებსა და როლურ თამაშებზე.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/Npa5eBPD1GpQ9CTYA
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 27 ნოემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B302 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32