ილიაუნის თეატრში 27 ნოემბერს სპექტაკლი „სიყვარულის ბანალურობა”.
სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო ცნობილი.
დრო: 27 ნოემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის 32 – A კორპუსის ეზო)
დამატებითი ინფორმაცია სპექტაკლის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://iliaunitheatre.ge/siqhvarulis-banaluroba/