
24 ივნისს, 14:00 სთ-ზე, 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) გაიმართება საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრის, “SEC Georgia”-ს პროექტის – “იპოვე შენი ადგილი ცხოვრებაში” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე გაეცნობით ორგანიზაციის სამომავლო გეგმებსა და სტუდენტთა დასაქმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს.
პრეზენტაციას დაესწრებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორები, სტუდენტთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, “SEC Georgia”-ს პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები.
ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, “SEC Georgia” აქტიურად იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და უზრუნველყოფს პრაქტიკანტებისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების შევსებას პერსპექტიული სტუდენტებით. ვაკანტური ადგილების მიმართულებები მრავალფეროვანია: პრაქტიკების გავლა შეეძლებათ როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებს.
[wpai_display_imported_files_here]