8 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის სხდომათა დარბაზში (N201/202) გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი ფაღავა წაიკითხავს მოხსენებას „სამონეტო ემისიების ახალი ცენტრი: თურქ-სელჩუკების ფორპოსტი საქართველოში“. მოხსენება ეფუძნება ეპიგრაფიკულ და სრულიად აქამდე გამოუქვეყნებელ ნუმიზმატიკურ მასალას. ახალი პირველწყაროები განსხვავებულად წარმოგვიდგენს საქართველოსა და რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ისტორიას XI საუკუნის […]
7 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით დოქტორი ნატალია პაულოვიჩი ონლაინ წაიკითხავს მოხსენებას „ყოველდღიური ცხოვრების ეკოლოგია: ადგილობრივი კვების პრაქტიკები გარემოსდაცვითი საფრთხეების პირობებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში“. მოხსენება დაფუძნებულია მომავალ სამეცნიერო პროექტზე, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ უმკლავდება დარიშხანით დაბინძურებულ ტერიტორიებზე (რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში) […]
8 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T201 ლაბორატორიულ სივრცეში დავით ჩხაიძე გამართავს პრეზენტაციას: „DSP myPlayground – ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული, ციფრული სიგნალების დამუშავების (DSP) მიკროპლატფორმა“. პრეზენტაციის მიზანია, სტუდენტებში სისტემური აზროვნების განვითარება, რაც განხორციელდება შემდეგი ციკლის საფუძველზე: არქიტექტურა → მოდელირება → შედეგი → ანალიზი. ასეთი მიდგომით, AI ამცირებს კოდის წერის ტექნიკურ ბარიერს და სტუდენტებს საშუალებას აძლევს […]