30 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ნეირომეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიამ ცაავა დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „COVID-19 პანდემიის ხანმოკლე და გრძელვადიანი ეფექტები ძილსა და ფსიქოფიზიოლოგიურ ჯანმრთელობაზე“. სამეცნიერო ხელმძღვანელები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნატო დარჩია და ასოცირებული პროფესორი თამარ ბასიშვილი სამუშაო ენა: ქართული დრო: 30 მარტი, 17:00 საათი […]
31 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორი კონრად შიეკიერსკი წაიკითხავს მოხსენებას „საკრალური ტექსტების აგენტობა და მატერიალურობა სომხურ ქრისტიანობაში“. მომხსენებელი განიხილავს სომხური ქრისტიანული წიგნებისა და გრაგნილების სოციალურ ცხოვრებას. ისინი მოქმედებენ როგორც წმინდა საგნები-არსებები (thing-beings) და მიეწერებათ ზებუნებრივი ძალა და აგენტობა (agency), […]
2 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ანა ლომაძე ყოველკვირეული სემინარების ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „რა არის გონების აქტი: ობიექტის შემეცნება თუ მასთან თანყოფნა? დუნს სკოტი ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ“. მოხსენება ეხება XIII-XIV საუკუნეების სქოლასტიკოსის, დუნს სკოტის მიხედვით გონების უმაღლეს გამოვლინებას, ინტუიციურ აქტს. ამ დროს გონებას ობიექტი არა შუამავალი […]
3 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში გაიმართება სხდომა თემაზე: „ირანის კრიზისი: მიზეზები, დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები“. მოხსენებებს წაიკითხავენ გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, ილიაუნის დოქტორანტი ნიკო ქელბაქიანი. სემინარზე განხილული იქნება კრიზისის […]
3 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეორე შეხვედრა გაიმართება თამთა მელაშვილთან. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები – მაია ლომიძე, ნინი მიქელაძე, გვანცა თულაშვილი, ამავე მიმართულების მაგისტრი მეკო მეტრეველი. თამთა მელაშვილის ტექსტებთან ერთად განხილული იქნება ქეთი ნიჟარაძის შემოქმედება. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში […]
ილიაუნი განათლებისთვის, ილიაუნი მეცნიერებისთვის 4-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ილიაუნის სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო პროგრამების, კვლევითი ლაბორატორიებისა და რესურსების გამოფენაზე. გაინტერესებთ როგორ არის მოწყობილი სამყარო? რას და როგორ ცვლიდა ადამიანი ცოდნით და რისი შეცვლა შეუძლია მომავალში? როგორ ვიკვლიოთ/დავიცვათ უმდიდრესი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა? როგორ ვიკვლიოთ/შევინარჩუნოთ ჩვენი უნიკალური ბიომრავალფეროვნება? როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება ჩვენს გარემოსა და […]