27 იანვარს, 15:00 საათზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დაცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გამართავს ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის ანტიფაშისტური კინოფილმის „მშვიდობით, ბავშვებო" ჩვენებას. ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს სამ ებრაელ ბიჭზე, რომლებიც კათოლიკურ პანსიონს აფარებენ თავს. ფილმის შესახებ ისაუბრებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის […]
28 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდებიან ტურისტული კომპანიის Liberty International Georgia წარმომადგენლები. საინფორმაციო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას კომპანიის შესახებ და შესთავაზებენ დასაქმებას გერმანული და ინგლისურენოვანი გიდის თანამდებობებზე. შეხვედრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები პირველადი შერჩევის მიზნით გასაუბრებას გამართავენ დასაქმების მსურველ კანდიდატებთან. ღონისძიება დააინტერესებთ […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად. პროექტი ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ EDUCATIONAL FOR DRONE (eDRONE)-ის ფარგლებში. კურსი შედგება 10 ინტენსიური სამუშაო კვირისგან – სტუდენტები ისწავლიან დრონის ინჟინერიისა და სამოქალაქო აპლიკაციის ასპექტებს, ასევე მიიღებენ დრონის შექმნისა და მართვისთვის […]
28 იანვარს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E206 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით. შეხვედრა მიზნად ისახავს პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას როგორც გაცვლითი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების, ასევე სრული სამაგისტრო/სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამის შესახებ 2020/2021 სასწავლო წლისთვის. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე. დრო: 28 იანვარი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: E 206 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი […]
29 იანვარს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზში გაიმართება სემინარი თემაზე: „სკანდინავიის მთის ეკოსისტემის ხანგრძლივი კვლევის შედეგების მიმოხილვა“. მოხსენებას წაიკითხავს ბონის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი ნილს ჰეინი. დრო: 29 იანვარი, 11:00 საათი ადგილმდებარეობა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი/სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სააქტო დარბაზი (შ. ნუცუბიძის ქ. […]
29 იანვარს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ლექციას წაიკითხავს ევროპელი ენჯელ ინვესტორი ბრიჯიტ ბაუმანი. ლექციის თემა: „დაფინანსების მოპოვების საშუალებები სტუდენტი ანტერპრენერებისთვის“ ბრიჯიტ ბაუმანი სტარტაპის, ვენჩორკაპიტალისა და ფინტექის მიმართულებით ევროპის 50 ყველაზე გავლენიან ქალს შორისაა. ლექციის დასრულების შემდეგ ინვესტორის წინაშე სიტყვით გამოვა ილიაუნის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პროგრამის მონაწილე სამი დამწყები სტარტაპი, რომლებიც […]
30 იანვარს, 13:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სააგენტოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და აქტიური ვაკანსიები. სააგენტომ 2020 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა, და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებული არასასურსათო პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. ამასთან […]
30 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავს ესტონეთში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას როგორც საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების, ასევე დაფინანსებისა და სტიპენდიის მოპოვების შესახებ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. სტუდენტებთან შეხვედრას დაესწრებიან შემდეგი ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლები: ალექსანდრე ჩანადირი - ტალინის ტექნოლოგიური […]
31 იანვარს, 18.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება თანამედროვე მუსიკის კონცერტი, რომელზეც შესრულდება ეკა ჭაბაშვილის ვიზუალური და ვერბალური მუსიკა. ეკა ჭაბაშვილი მრავალმხრივი თანამედროვე კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებაც მუსიკალური კომპოზიციების გასაოცრად ფართო სპექტრს მოიცავს. კონცერტზე შესრულდება მისი „სიბრძნის სპირალი“”, ინტერაქტიული ალეატორული იმპროვიზაციები ჩასაბერი, სიმებიანი, დასარტყამი, კლავიშიანი საკრავებისა და ფორტეპიანოების ვირტუალური ორკესტრისთვის სოციალური […]
პირველ თებერვალს, შაბათს, 17.00-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი გიწვევთ დიდი ბრაზილიელი მუსიკოსის, მომღერლის, კომპოზიტორისა და გიტარისტის, ბოსა ნოვას მუსიკალური ჟანრის პიონერის, ჟოაო ჟილბერტოს ხსოვნისადმი მიღვნილ კონცერტზე. კონცერტში მონაწილეობენ ილიაუნის ჯაზ-ვოკალის მიმართულების სტუდენტები: თიკო ღვაბერიძე, სალომე წულუკიძე, მერცია ქუთათელაძე, მარიამ გიორგაძე, ალბინა ჯანელიძე, ლალი გოგიძე, ნინი ასილიანი, ვახო გვახარია და ნინი ბოკუჩავა, […]