Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლუი მალის ფილმის „მშვიდობით, ბავშვებო” ჩვენება

იანვარი 27, 2020 / 15:00

27 იანვარს, 15:00 საათზე, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დაცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში გამართავს ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ლუი მალის ანტიფაშისტური კინოფილმის „მშვიდობით, ბავშვებო” ჩვენებას. ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს სამ ებრაელ ბიჭზე, რომლებიც კათოლიკურ პანსიონს აფარებენ თავს.

ფილმის შესახებ ისაუბრებს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ ებრაული თემის წარმომადგენელები მერაბ ჩანჩალაშვილი – თბილისის დიდი სინაგოგის გაბაი, მარინე სოლომონიშვილი – ქალთა საერთაშორისო ფონდის „ლეას“ პრეზიდენტი.

დრო: 27 იანვარი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 საკონფერენციო დარბაზი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 27, 2020
Time:
15:00
Event Category:
Event Tags: