Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საინფორმაციო შეხვედრა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვაკანსიების შესახებ

იანვარი 30, 2020 / 13:00 - 14:00

30 იანვარს, 13:00 საათზე, ილიაუნის E207 აუდიტორიაში სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“ ხელმძღვანელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდება.  შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება სააგენტოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და აქტიური ვაკანსიები.

სააგენტომ 2020 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულმა ერთეულმა, და მისი მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ბაზარზე განთავსებული არასასურსათო პროდუქტის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა. ამასთან დაკავშირებით სააგენტო იწყებს ზედამხედველობის ინსპექტორების შერჩევას.

ვაკანსიისთვის განიხილებიან ნებისმიერი მიმართულების კურსდამთავრებულები რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას და გამოირჩევიან ანალიტიკური აზროვნების უნარით,

IV კურსის სტუდენტებისთვის კი  შემოთავაზებული იქნება სტაჟირების პროგრამა სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივით.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.do/dsqmb

დეტალური ინფორმაციის სანახავად  ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2sBX2u2

 

დრო: 30 იანვარი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 30, 2020
Time:
13:00 - 14:00
Event Category:
Event Tags: