ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო გიწვევთ დარგობრივი ფრანგული ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე (A1, A2, B1 და B2 დონე). ლექციები ჩატარდება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თბილისის ციფრულ კამპუსში. მისამართი: თსუ-ის V კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N36, აუდიტორია 309, კვირაში სამჯერ,17 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე (განრიგი დაზუსტდება მოგვიანებით). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ 15 ოქტომბრამდე შემდეგ ბმულზე.
2019 წლის 10 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აწყობს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ფრენბურთში (4vs4) შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეული გუნდი დაკომპლექტებული უნდა იყოს როგორც ვაჟებით, ასევე გოგონებით. გუნდის წევრთა მაქსიმალური რაოდენობაა 6. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/sujD434MY9c3ToqFA რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ნოემბერს საკონტაქტო ინფორმაცია Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs Facebook-ჯგუფი: iliauni.sport ტელ.: (+995 […]
3 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი კალათბურთში (3x3). შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში აუცილებელია 4 მოთამაშის შეყვანა (3 ძირითადი, 1 სათადარიგო) ჩემპიონატი გაიმართება "FIBA 3x3"-ის ოფიციალური წესებით: http://www.fiba.basketball/3x3/rules გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი […]
სამიზნე ჯგუფი: ქართული სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი,11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწერა: გრამატიკა ერთ-ერთი რთული უბანია ქართულის, როგორც მშობლიური ენის, საკითხთა სწავლების სისტემაში. ამ სირთულეს განაპირობებს მრავალი ფაქტორი: თავად ქართული ენის აგებულება, მასწავლებელთა ლინგვისტური კომპეტენციები, სწავლების სტრატეგიების ერთფეროვნება, განათლების […]
სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია საბაზო-საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო მუნივერსიტეტის პროფესორი თამარ ტალიაშვილი მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწერა: ინფორმაციული ინდუსტრის ეპოქაში სასწავლო პროცესში სწავლების ისეთი ფორმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. ყველა […]
სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია ქართულის, როგორც მეორე, და უცხო ენის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებისთვის მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწერა: ქართულის, როგორც მეორე/უცხო ენის სწავლება საკმაოდ ახალი სფეროა და ბევრი საკითხი საჭიროებს ახლებური მიდგომის შემუშავებას. საკითხების ჩამონათვალი: ქართულის, როგორც […]
სამიზნე ჯგუფი: მასტერკლასი განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებისთვის. მასტერკლასის ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწერა: კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საფრთხეა, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას. თუკი გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების დროულად არ აღმოიფხვრა ლოკალურ თუ ეროვნულ დონეზე, ის […]
სამიზნე ჯგუფი: საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები მასტერკლასის ხელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ეკა ტყავაშვილი, დოქტორანტი მარიკა კირვალიძე მასტერკლასის დრო და ადგილმდებარეობა: 20 ოქტომბერი, 11:00-15:00, E კორპუსი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) მასტერკლასის მოკლე აღწერა: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დღემდე ერთ-ერთ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა შეფასება. მნიშვნელოვანია შეფასების ისეთი ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც სწავლება-სწავლის ინტეგრირებული ნაწილი იქნება და წაახალისებს როგორც მასწავლებელი მოსწავლის […]
21-22 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად მართავს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციას მეხსიერების პოლიტიკის შესახებ. კონფერენციის მთავარი მიზანია იმსჯელოს მეხსიერების პოლიტიკაზე და განიხილოს მეხსიერების კვლევებისა და საბჭოთა წარსულის გადააზრების საკითხები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში. კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს […]
16 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში –ლიბერთი ბანკი. ლიბერთი მუდამ ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ ვაკანსიებსა და ანაზღაურებად სტაჟირებას. დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბანკის შემოთავაზების შესახებ, მოისმენენ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელთა მოხსენებებს და […]
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთავაზობთ რეზიუმესა და CV-ის შედგენისთვის საკონსულტაციო საათებით სარგებლობას. უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში). შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული. საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მცირერიცხოვან ჯგუფებთან […]
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, დააახლოოს ქვეყნის სამშენებლო სტანდარტები ევროპულ ანალოგთან. სამშენებლო ნორმების ეროვნული (Eurocode) დანართის შექმნა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სეისმური საშიშროების რუკის მიღება და მის საფუძველზე ეროვნული პარამეტრების გაწერა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა აშშ-ის ლორენს ლივერმორის ნაციონალურ ლაბორატორიასთან ერთად აშშ-ის […]
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია". თემის მოკლე აღწერა სამყაროს შემსწავლელი მეცნიერება დღეს ოქროს ხანაშია – სხვადასხვა სახის ასტრონომიული დაკვირვებები ხორციელდება 1% ან უფრო დიდი სიზუსტითაც. აკვირდებიან როგორც დედამიწიდან, ასევე თანამგზავრების მეშვეობით. რამდენიმე წლის წინ გრავიტაციული ტალღების აღმოჩენით ასტრონომიაში […]
18 ოქტომბერს, პარასკევს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – საქართველოს ბანკი. დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს ბანკის შემოთავაზების შესახებ და საშუალება ექნებათ, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე. შეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. […]
18 ოქტომბერს, პარასკევს, 19.30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება უნივერსიტეტის დოქტორანტის, თეა მუქერიას საჯარო ლექცია „ანტონიო ვივალდის მუსიკალური ენა". მომხსენებლის შესახებ თეა მუქერია წლების განმავლობაში რადიოს „მუზა“ წამყვანი, პროდიუსერი და ჩაწერების კოორდინატორი იყო. ამ პერიოდში უძღვებოდა გადაცემას „ბაროკოს მუსიკა“. ამჟამად თეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადისერტაციო თემა […]
პირველი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ხელმეორედ ცხადდება კონკურსი ონლაინგამოცემა On.ge-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს. თუ ხართ ცნობისმოყვარე, გიტაცებთ ჟურნალისტიკა, კარგად იცით ინგლისური და ქართული ენები, გიყვართ უცხოური გამოცემების კითხვა და ხშირად გიფიქრიათ იმაზე, რა კარგი იქნებოდა, ესა თუ ის სტატია ქართულადაც რომ ყოფილიყო ნათარგმნი, მაშინ […]