Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ

ოქტომბერი 16, 2019 / 14:00

16 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში –ლიბერთი ბანკი.

ლიბერთი მუდამ ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ ვაკანსიებსა და ანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბანკის შემოთავაზების შესახებ, მოისმენენ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელთა მოხსენებებს და საშუალება ექნებათ, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე.

შეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.

 

დრო: 16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 14:00 საათი.

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 16, 2019
Time:
14:00
Event Category:
Event Tags: