
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გთავაზობთ რეზიუმესა და CV-ის შედგენისთვის საკონსულტაციო საათებით სარგებლობას.
უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების სერვისების წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მისცემენ რჩევებს, უკუკავშირს და გაუწევენ კონსულტაციას არსებული ან/და ახალი რეზიუმესა და CV-ს შედგენასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე შეგიძლიათ იქონიოთ ამობეჭდილი რეზიუმეს ეგზემპლარი (არსებობის შემთხვევაში).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.
საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება მცირერიცხოვან ჯგუფებთან ეტაპობრივად. დარეგისტრირებულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს შეხვედრის დროსა და ადგილს შეატყობინებენ ინდივიდუალურად.
პირველი შეხვედრის დრო: 21 ოქტომბერი, 16:00 საათი
[wpai_display_imported_files_here]