2019 წლის 8-15 სექტემბერს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიაში გამართავს საშემოდგომო ლექციების კურსს სახელწოდებით: QUALI-Start-Up (2). სალექციო კურსები პროექტის „შემოდგომის ლექციები თბილისში“ (2013, 2015) გაგრძელებაა. ლექციების თემატიკა მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის (ბირთვული ფიზიკა, ნანოტექნოლოგიები, სამედიცინო ფიზიკა) ქიმიის (ენერგიისა და კლიმატის კონტროლი) სიცოცხლის შემსწავლელი და ჯანმრთელობის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს. პროექტში […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს განცხადებების მიღებას ყოველწლიურ უნივერსიტეტთაშორის მესამე სტუდენტურ კონფერენციაში „სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხები“ მონაწილეობისთვის. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს. კონფერენციაზე გამოვლენილი სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან. პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა ტაბლეტი და წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 50-ლარიანი ვაუჩერი; მეორე ადგილზე […]
პირველ აპრილს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის საღამოზე. დოქტორი თამარ ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეოპლატონიზმი და ქართული სახოტბო პოეზია“. მომხსენებელი პირველად განიხილავს ისეთ პრობლემას, როგორიცაა ნეოპლატონიზმის ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართულ ლიტერატურულ ძეგლზე – ჩახრუხაძის სახოტბო პოემა „თამარიანზე“. მომხსენებელი გააანალიზებს „თამარიანის“ ფორმას, რომელიც (ისევე, როგორც, საზოგადოდ, ყოველგვარი […]
2 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საქართველოში პირველი თანამედროვე საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი, რომელიც დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ მკვლევართა ხელმძღვანელობით იმუშავებს მონაცემთა ანალიზის, დიდი მონაცემების დამუშავების ხელსაწყოების გამოყენების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის მიმართულებით. თანამედროვე სამყაროში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მონაცემებიდან ინფორმაციის მიღებისა და მის საფუძველზე ცალკეული პროცესისა თუ მოვლენის შესახებ […]
2 აპრილს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე-20 საუკუნის ქართული არალეგალური გამოცემები და ქართული ლიტერატურა“. დრო: 2 აპრილი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში განსაკუთრებით მომძლავრდა ნაციონალისტური განწყობები, შეიქმნა ფაშისტური, ნეონაცისტური, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები. ისინი აგრესიულად არიან განწყობილნი საზოგადოების ყველა განსხვავებული ჯგუფის მიმართ. ღიად ესხმიან თავს უცხოელებს, ლგბტქი თემის წარმომადგენლებს, ქალთა მოძრაობებს. ეს კარგად ორკესტრირებული თავდასხმები მხოლოდ სიძულვილის ენით არ შემოიფარგლება, სოციალური ქსელებიდან ამ ადამიანებმა გადაინაცვლეს ქუჩებში, სადაც აგრძელებენ აგრესიულ ქცევას. როგორია ქართული ფაშიზმის „ანატომია“, ვინ […]
პირველად სტუდენტებისთვის! თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოში დანერგილი ახალი საერთაშორისო ინსტიტუტი – საჯარო და კერძო თანამშრომლობა (PPP). 2018 წელს მიღებულ იქნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი, 2019 წლიდან კი შეიქმნა საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოც. რადგან საქართველოში PPP სწორედ განვითარების საწყის ეტაპზეა, მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება და ცნობიერების […]
თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი გამოწვევაა არქიტექტურული ნაგებობების სწორად შექმნა ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები და ჯანსაღი გარემო შენარჩუნებული იყოს. არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ამის გამო და დიდ როლს თამაშობს ზემოთქმული საკითხების დაგეგმვაში. სწორედ ამიტომ ფაბლაბ ილიაუნის ორგანიზებით ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგკურსი გრაფიკული ნამუშევრების ლაზერული მჭრელისთვის სწორად მომზადებაში. ტრენინგკურსზე განხილული იქნება გრაფიკული პროგრამა Corel Draw. ტრენინგის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) ფილოსოფიის მიმართულების ასოცირებულ პროფესორს, მარიან კუნას, რომელიც 4 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში წაიკითავს საჯარო ლექციას თემაზე: „მაკინთაიერის რაციონალური პოლიტიკის ხედვის პოტენციალი და შეზღუდვები“. სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 4 აპრილი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას […]
4 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“ მსოფლიო ლიტერატურა მართალია გავრცელებული ცნებაა, მაგრამ მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ მისი მნიშვნელობის შესახებ. მართლაც, რა არის მსოფლიო ლიტერატურა? – მსოფლიოში არსებული ყველა ტექსტის ერთობლიობა? გამორჩეული ტექსტები, რომელთაც მთელი მსოფლიო კითხულობს? ტექსტები, რომლებიც ითარგმნება სხვა ენებზე? არსებობდა თუ […]
4 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ გასტონ ლერუს რომანის „ოპერის მოჩვენება“ პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ნინო ციმაკურიძე წარადგენს. პარიზის ოპერის იდუმალებით მოცული შენობა მრავალ საიდუმლოს ინახავს. პარიზელებს მისი აგებიდან მოყოლებული აფორიაქებდათ უცნაური ჭორები ოპერის ამოუცნობი ლაბირინთების, მიწისქვეშა სამყაროსა და მისი უცნაური ბინადრების შესახებ. სწორედ […]
5 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „აუტიზმის სერვისების გამოწვევები საქართველოში“. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: თინათინ ჭინჭარაული – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ გაგოშიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი; მარი კორკოტაძე – უფლებადამცველი, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი; რუსუდან […]
5 აპრილს, 14:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა კომპანია კლიპარტის წარმომადგენლებთან, რომლებიც სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას პროექტ „მედიალაბორატორიის“ შესახებ. კომპანია კლიპარტი იწყებს პროექტს „მედიალაბორატორია“ და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საინფორმაციო რესურსებზე. პრაქტიკული კურსი მოიცავს: 3-თვიან სტაჟირებას; ყოველდღიურ აქტიურ მუშაობას; ინტერვიუების ჩაწერას; პრესკონფერენციებსა და ღონისძიებებზე დასწრებას; თემების ინიცირებას […]
5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ფერნანდო კასალ ბერტოას საჯარო ლექცია თემაზე: „პოლიტიკური პარტიებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კრიზისი“. პოლიტიკური პარტიები და წარმომადგენლობითი დემოკრატია კრიზისშია. ტრადიციული პარტიები პოზიციებს კარგავენ და ასპარეზს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე პარტიებს უთმობენ. ლექციაზე განხილული იქნება ამ ცვლილებათა მიზეზები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. მომხსენებელი ასევე ისაუბრებს, რა […]
5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ სპიკერებთან, ახალგაზრდა ავტორებთან – დავით გორგილაძესა და ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან. შეხვედრის თემა: კამპანიის „კაცები ზრუნავენ" მიზნები, ამოცანები და გამოწვევები. კაცები ზრუნავენ/ Men Care გლობალური კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. საქართველო კამპანიას 2016 წლიდან შეუერთდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს […]
5 აპრილს, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. დასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. პროექტის ფარგლებში, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ - 500 ლარს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად […]
5 აპრილს, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. დასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. პროექტის ფარგლებში, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ - 500 ლარს. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად […]
5 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთორმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]