8 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია: „იძულებითი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის გლობალური მანდატი“. მომხსენებელი იოჰანეს ვან დერ კლაუ,გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). ლექციაზე განხილული იქნება გაეროს უმაღლესი კომისარიატის უმთავრესი მანდატი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და მათი […]
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
11 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პოლონელ ავტორთა კრებულის „პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია“ პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ითარგმნა ქართულ ენაზე. პუბლიკაციაში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური ცოდნისა და „ტექნიკური დახმარების“ ერთგვარი მიმოხილვა, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. პრეზენტაციას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის […]
11 აპრილს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ზაზა (ზაალ) კიკვიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“. თემის მოკლე აღწერა ეთნობიოლოგია, შეიძლება ითქვას, ახლა ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება. მისი სამი მთავარი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. წინსართი „ეთნო“ ამ შემთხვევაში მიუთითებს, რომ კვლევები უპირატესად ეთნოგრაფიული მეთოდებით სრულდება, თუმცა მათემატიკური, სტატისტიკური, ფიზიკური, ქიმიური […]
11 აპრილს 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გეპატიჟებათ ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი თამარ სუხიშვილი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წარადგენენ. „ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი, […]
11 აპრილს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის, კარლ თეოდორ დრეიერის ფილმს „მრისხანების დღე“ (1943). ღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე. მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალს ხნიერი ქმრის შვილი უყვარდება... ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. რეჟისორი – კარლ თეოდორ დრეიერი ხანგრძლივობა: 1 საათი, 50 […]
12 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ ,,ლიგამუსში" ჩატარდება ,,ახალი აღთქმის“ პირველი აზრობრივი თარგმანის „კარგი ამბავი“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი. სამუშაო ენა: ქართული დრო: 12 აპრილი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
12 აპრილს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. მომხსენებლები: ირაკლი ჩომახაშვილი – ადვოკატი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი ბაჩანა სურმავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი მოდერატორი – ზაზა მეიშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი ღონისძიებას გახსნის […]
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ანიმაციური ფილმის „ქალგმირები (3 ამბავი)“ ჩვენებას და დისკუსიას გამართავს. ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. […]
12 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცამეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი […]
თუ გსურთ გაიგოთ, რა გამოარჩევს ლიდერს, იბადებიან თუ არა ლიდერებად, კომუნიკაციის რა მეთოდები ამყარებს მათ წარმატებას, მოდით ტრენინგზე „ლიდერობა და კომუნიკაცია“. ტრენინგს 13 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩაატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი ორგანიზაციულ ლიდერშიფში, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო გომართელი. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ტრენინგის ორგანიზატორია ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების […]
13 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა DevOps კულტურა და ტექნოლოგიები. ტექნოლოგიების ეპოქაში ეფექტური კონკურენციისთვის, გამოთვლითი და მონაცემთა შესანახი რესურსების დინამიურად გამოსაყოფად და პროგრამული პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად აუცილებელია ავტომატიზაციის მექანიზმების ეფექტური და გონივრული გამოყენება. ამ მექანიზმების ჩართვა პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესში გულისხმობს ამ პროცესის თავიდან გააზრებას, რაც ნიშნავს […]
13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფი გამართავს დისკუსიას ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ქართული ენის დაცვის რიტუალურ და რეალურ პროექტებს, ისაუბრებენ იმაზე, როგორ იფართოვებს, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში, ან […]