25 დეკემბერს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ნათია კოპალიანი წარადგენს სამეცნიერო-კვლევით მოხსენებას „მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში". საქართველოში გამოვლინდა მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე აქამდე განხორციელებული კვლევების მიხედვით იყო ცნობილი. როგორ გამომჟღავნდა გენთა მიმოცვლა მგლისა და ძაღლის პოპულაციებს […]
26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „სივრცე-დრო და გრავიტაცია: სამყაროს დასაწყისი“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: როგორ ხსნის სხვადასხვა თეორია სამყაროს დასაწყისს? როგორი ექსპერიმენტების საშუალებით არის შესაძლებელი ადრეული სამყაროს დაკვირვება? ლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის საკითხებს. დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), […]
27 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ ლიტერატურამცოდნის, ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ილიაუნის სრული პროფესორის, ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექციაზე „ქართული ლიტერატურა პატარა ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას შორის“. როგორ უნდა აღვწეროთ ლიტერატურა? რომანტიზმიდან მოყოლებული ლიტერატურის აღწერის წამყვანი მოდელი ეროვნული ლიტერატურაა, რომელიც ლიტერატურას უკავშირებს ენას ან ეროვნულ სახელმწიფოს. […]
29 დეკემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, გელა ბანძელაძის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. საღამოზე მოეწყობა საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კრებულის „გელა ბანძელაძე – ლეგალური ოპოზიცია“ პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ქართული ფილოსოფიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ეთიკური აზროვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ გელა ბანძელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთ ეპიზოდს, […]
29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში" გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას წიგნის „რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია" პრეზენტაცია. კონსტანტინე მეგრელიძე (1900-1944) გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მოაზროვნეა. წიგნში განხილულია მისი თეორია სტალინიზმის ეპოქის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის კონტექსტში. გამოკვლევა ეფუძნება აქამდე უცნობ საარქივო მასალებს და ცდილობს, სააშკარაოზე […]