
26 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო ლექცია: „სივრცე-დრო და გრავიტაცია: სამყაროს დასაწყისი“.
მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: როგორ ხსნის სხვადასხვა თეორია სამყაროს დასაწყისს? როგორი ექსპერიმენტების საშუალებით არის შესაძლებელი ადრეული სამყაროს დაკვირვება? ლექციის დიდი ნაწილი დაეთმობა გრავიტაციული ტალღების ასტრონომიის საკითხებს.
დრო: 26 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]