Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გიგა ზედანიას წიგნის „რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია“ პრეზენტაცია

დეკემბერი 29, 2017 / 19:00

29 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას  წიგნის „რეპრესირებული აზრი. კონსტანტინე მეგრელიძის სოციალური თეორია” პრეზენტაცია.

კონსტანტინე მეგრელიძე (1900-1944) გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მოაზროვნეა. წიგნში განხილულია მისი თეორია სტალინიზმის ეპოქის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის კონტექსტში. გამოკვლევა ეფუძნება აქამდე უცნობ საარქივო მასალებს და ცდილობს, სააშკარაოზე გამოიტანოს ტერორის ნიშნით აღბეჭდილი ტექსტების ლოგიკა და შინაგანი კონფლიქტები.

დრო: 29 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
დეკემბერი 29, 2017
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: