ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს პირველად შეუერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია http://gew.co/georgia/global-entrepreneurship-week-georgia-2016 . კვირეულის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის ინოვაციების, მობილური და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს ჩაატარებენ კრეათონს - „სამაგიდო თამაშიდან ბიზნესამდე“. კრეათონი ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის, GameLab Iliauni-სა და Tsibakha Game Club-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით ტარდება. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს შეზღუდულ დროში […]
14 ნოემბერს იწყება საქართველოს სტუდენტური ჩემპიონატი 2016-2017, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობს 20 უმაღლესი სასწავლებლის საკალათბურთო ნაკრები, მათ შორის - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელმაც გასულ წელს მე-3 ადგილი დაიკავა. ილიაუნის საკალათბურთო გუნდი პირველ შეხვედრას საქართველოს უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. დრო: […]
14 ნოემბერს 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება ტრეინინგი თემაზე: „კრეატიული აზროვნება“. ტრენინგს გაუძღვება მეწარმე, UX და პროდუქტის დიზაინერი, თემო ბარათაშვილი, რომელიც, ამავე დროს, მუსიკოსიცაა. ის ხშირად ატარებს ტრენინგებს კრეატივის განვითარებაზე, ინოვაციებზე და დიზაინზე. ამჟამად ინტერნეტმაღაზია HOOD.GE-ს დირექტორია და მუშაობს რამდენიმე სტარტაპის განვითარებაზე. დრო: 14 ნოემბერი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: […]
14 ნოემბერს, 17:00 საათზე, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია Forbes Media Partners-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმი ითვალისწინებს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფორბსის“ სტუდენტური კლუბის ჩამოყალიბებას; ერთობლივი საჯარო ლექციების, ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარებას; აღნიშნული აქტივობების გაშუქებას ორგანიზაციის ხელთ არსებული ან/და მასთან დაკავშირებული ყველა მედიასაშუალებით; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობას; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებისა […]
14 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობით, ჩატარდება Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორის, ვალერი ჩეხერიას, საჯარო ლექცია. ლექციის თემაა: ბიზნესიდეიდან რეალურ ბიზნესამდე. მომხსენებლის შესახებ Adjara Group Hospitality-ს გენერალური დირექტორი, ვალერი ჩეხერია, უკვე ხუთი წელია, კომპანიას მართავს, თუმცა პროფესიით იურისტი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც […]
15 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, პედაგოგიკის დანიელი ლექტორი, ანეტ ვალგრან იფსენი წაიკითხავს საჯარო ლექციას: ქალ მეწარმეთა პროფესიული განვითარების პროგრამები დანიის სკოლებში. ლექციაზე განხილული იქნება მეწარმეობის და ინოვაციების ფასილიტაცია და მეწარმეობის სწავლება მდედრობითი სქესის მოსწავლეებისთვის საჯარო სკოლებში. გლობალური განვითარება ცვალებად საზოგადოებებში და ამ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა მოითხოვს ახალ კომპეტენციებს. […]
15 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ვორკშოპს ჩაატარებს ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი, დაივა პაკალნე. ვორკშოპის თემა: იდეიდან ბაზრამდე - იდეის გენერირება, მისი სკრინინგის მეთოდები და ხერხები ვორკშოპზე განხილული იქნება იდეის გენერირების ყველაზე პოპულარული მეთოდები და, ასევე, იდეების შემოწმების ხერხები, რაც აადვილებს საუკეთესო ბიზნესიდეის შერჩევის პროცესს. ვორკშოპის მონაწილეები დაიყოფიან […]
16 ნოემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, გაიმართება სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ შედეგი საწარმოები: „სობისური“/Sobissuri „ერთად“/ზესხო - სვანური მარილი ტრადიციული მოდის სახლი „იკორთა“ /Ikorta „ბაბალე“/Babale „კოდალა“/Kodala Apnsc Dayhome ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები სოციალური მეწარმეობის შესახებ. დრო: 13:00 საათი თემა: „სოციალური […]
17-20 ნოემბერს,11:00-დან19:00 საათამდე, საგამოფენო კომპლექსის - „ექსპოჯორჯიას“- მე-11პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის დღეები2016", რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს 30%-იანი ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. დრო:17-20ნოემბერი,11:00-19:00 საათი ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ მე–11 პავილიონი (წერეთლისგამზ.118)
16 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს მეწარმე და მარკეტერი, ირაკლი ბესელიძე. ლექციის თემა: StartUp-მარკეტინგი მომხსენებლის შესახებ ირაკლი ბესელიძის მარკეტინგული კარიერა დაიწყო 1997 წელს სარეკლამო სააგენტოში Premier SV. მოგვიანებით, ის შეუერთდა მსოფლიოში წამყვან მედიაკომპანიას Carat და გახდა ამ კომპანიის მედიაგაყიდვების დირექტორი. 2002 წელს დააარსა სარეკლამო სააგენტო […]
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ლიცენზირებული ქცევის ანალიტიკოსი, ჰეზერ უაითი. 21-22 ნოემბერს, 14:00-დან 19:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორიაში ჰეზერ უაითი ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის […]
16 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 (ფორბსის) აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: "ანტრეპრენიორშიპიდან" "აგროპრენიორშიპამდე". მომხსენებლის შესახებ ნინო ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეა 2012 წლიდან. ამასთან, ის არის საპარტნიორო ფონდის მრჩეველი სოფლის მეურენობის მიმართულებით და რეგიონული განვითარების ასოციაციის პროექტების […]
16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი, დაივა პაკალნე. ლექციის თემა: ქალი მეწარმეები: როგორ გავხდეთ ლიდერი? მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სულ უფრო მეტი ქალი ხდება მეწარმე, ხშირად მათ წინაშე ისეთი გამოწვევები ჩნდება, რომელთა დაძლევის ამოცანაც საპირისპირო სქესის მეწარმეების დღის წესრიგში არ დგას. […]
17 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგი თემაზე: The Lessons From Silicon Valley. ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მეწარმე, კომპანიების - „NEUR Optics“ და „iZ3D“ - დამაარსებელი, დავით ჩეჩელაშვილი. დავით ჩეჩელაშვილს 1999 წლიდან სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი რამდენიმე პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ […]
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანთან. სტუმარი ჰაინრიხ ბიოლის ”კატარინა ბლუმის შელახული ღირსების“ შესახებ ისაუბრებს. მიხეილ ჩარკვიანმა ამ რომანის მიხედვით სულ ცოტა ხნის წინ დადგა სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის ახალ სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად თვალთვალის საშუალებები იცვლება, ტექნიკური შესაძლებლობები იხვეწება და მედიუმებიც […]
18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“, უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“(Realpolitik and the New Cold War). მომხსენებლის შესახებ ედვარდ ლუკასი ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორია. მის კვლევით ინტერესებში შედის: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დაზვერვის, […]
18 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ამსტერდამის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების ლექტორი, ანოესკა ტიმერმენსი. ლექციის თემა: „როგორ ააწყო გლობალური ბიზნესი დისნეის ლიცენზირებული სათამაშოებით და დაუკავშირო სტარტაპი მეწარმეობას“ (How I set up my global business with Disney licensed toys and connect this to […]
18 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ForbesGeorgia-ს ურთიერთთანამშრომლობით, ბიზნესმენი და კომპანია BitFury-ს წარმომადგენელი საქართველოში, ეფრემ (რემი) ურუმაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ბიტკოინები და ბლოკჩეინ-ტექნოლოგია“. მომხსენებლის შესახებ ეფრემ (რემი) ურუმაშვილი განათლებით ფინანსისტი და პროფესიით საგადასახადო სამართლის ექსპერტია. იგი 2010 წლიდან კომპანიის - „ნოდია, ურუმაშვილები და პარტნიორები” - წამყვანი პარტნიორია […]
18 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი, გიორგი მშვენიერაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: რატომ გვჭირდება თანასწორობა. საზოგადოების ნაწილი ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და თანასწორობის უფლებისთვის სამოქალაქო აქტივისტთა ბრძოლას „დასავლეთისგან თავსმოხვეულად“ აღიქვამს და ცდილობს, მას, როგორც უცხოსაა და არასასურველს, დაუპირისპირდეს. თუმცა, საზოგადოების […]
19 ნოემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (Gamelab Iliauni), გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, გამართავს ქართული კომპიუტერული და მობილური თამაშების გამოფენას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახის თამაშს. გამოფენის მთავარი მიზანია ქართული თამაშების პოპულარიზება და ცნობადობის გაზრდა, რათა მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ ინდუსტრიის შესახებ. დამთვალიერებელს შეეძლება, […]
20 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, ორგანიზაცია „კავკასიის გენეტიკის“ დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ყაჭაშვილი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: მეწარმეობა როგორც შემოქმედებითობა, რწმენა და მიზანსწრაფულობა. ლექციის თემატიკა: რა არის ის ძირითადი უნარჩვევები, რაც საფუძველია მეწარმეული სულისკვეთების წარმატებული რეალიზებისთვის; რამდენად მნიშვნელოვანია და რა როლი აქვს მეწარმეობაში შემოქმედებითობას, როგორც ადამიანის პოტენციალს, და რწმენასა […]