Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ქალი მეწარმეები: როგორ გავხდეთ ლიდერი?“- დაივა პაკალნეს საჯარო ლექცია გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში

ნოემბერი 16, 2016 / 18:30

16 ნოემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ვილნიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ლექტორი, დაივა პაკალნე.

ლექციის თემა: ქალი მეწარმეები: როგორ გავხდეთ ლიდერი?

მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სულ უფრო მეტი ქალი ხდება მეწარმე, ხშირად მათ წინაშე ისეთი გამოწვევები ჩნდება, რომელთა დაძლევის ამოცანაც საპირისპირო სქესის მეწარმეების დღის წესრიგში არ დგას. ლექციაზე განხილული იქნება ქალი მეწარმეების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, რაც მათი ლიდერობის საწინდარია.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 16 ნოემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

სწრაფი ბმულები

http://gew.iliauni.edu.ge/

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ნოემბერი 16, 2016
Time:
18:30
Event Category:
Event Tags: