
18 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი, გიორგი მშვენიერაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: რატომ გვჭირდება თანასწორობა.
საზოგადოების ნაწილი ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და თანასწორობის უფლებისთვის სამოქალაქო აქტივისტთა ბრძოლას „დასავლეთისგან თავსმოხვეულად“ აღიქვამს და ცდილობს, მას, როგორც უცხოსაა და არასასურველს, დაუპირისპირდეს. თუმცა, საზოგადოების იმავე ნაწილის წევრები – შეკითხვაზე, არიან თუ არა მზად, შეეგუონ უთანასწორო მოპყრობას, როგორც წესი, პასუხობს არა „არას“, არამედ „რატომს”. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ თანასწორობის უფლება არ არის ადამიანების მიერ კეთილშობილების გამოვლინება, არამედ ის ჩვენი საჭიროებაა.
დრო: 18 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]