19-20 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჩატარდება ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მე-6 კონფერენცია: ”ლიტერატურა მონოკულტურულ/მულტიკულტურულ საზოგადოებაში”. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგება ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) პროფესორი, კლაუს რინი. დრო: 19-20 ოქტომბერი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია […]
19 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ერთგვარი ინსტალაცია, კერძოდ, განთავსდება ციხის პაემნების ოთახის იდენტური ოთახი, რომელშიც დამონტაჟებული იქნება კამერა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, კამერის წინ ელაპარაკოს ვირტუალურ არასრულწლოვან დამნაშავეს, გაუზიაროს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება; გაუმხილოს, თავად რა პრობლემები ჰქონია ცხოვრებაში და როგორ გადაულახავს ისინი; როგორია სწავლის პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და, ზოგადად, რა ინტერესები აქვს დღევანდელ ახალგაზრდობას. ჩანაწერები დამუშავდება და შემდეგ რეალურ […]
19 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში CITES-ის ( „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" საერთაშორისო კონვენცია) გენერალური დირექტორი, იურისტი ჯონ ე. სკანლონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:"CITES და ველური ბუნებით ვაჭრობა - რა არის CITES და როგორ მუშაობს ის". ლექციის დასრულების შემდგომ ჯონ ე. სკანლონს მიენიჭება ილიას სახელმწიფო […]
19 ოქტომბერს, ორშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის - ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში- პლენარულ მოხსენებაზე: ”მულტიკულტურალიზმი და ტრანსკულტურული ერთიანობის პრობლემა”. მოხსენებას წაიკითხავს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, კლაუს რინი (ვაშინგტონი, აშშ). კლაუს რინის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს: პოლიტიკასა და კულტურას, პოლიტიკასა და […]
20 ოქტომბერს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის - ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში - ფარგლებში, გიწვევთ ვებგვერდის პრეზენტაციაზე. ვებგვერდი www.modernism.ge წარმოადგენს ახალ, მდიდარ რესურსს, რომელიც ციფრულ ფორმატში გვაცნობს ქართული მოდერნიზმის/ავანგარდის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის თბილისის მულტიკულტურული ავანგარდის მემკვიდრეობას. მასალების დიდი ნაწილი დაცულია […]
20 ოქტომბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე უმასპინძლებს მოხალისეებს The Pilgreens, რომლებიც მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოგზაურობენ აზიიდან ევროპამდე. The Pilgreens-ის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას მზის ენერგიის დადებითი მხარეები და მისი გამოყენების პერსპექტივები. ამიტომ ისინი მზის და ელექტროენერგიაზე მომუშავე უცნაური ტრანსპორტით, Tuk-Tuk-ით მოგზაურობენ ტაილანდიდან საფრანგეთისკენ. მათი […]
21 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია თემაზე: „დათმობა და აუთგრუპები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული გაგებისთვის“. ლიცენზირებული ფსიქოლოგი მარკ ჰუვი ავტორია შემდეგი ნაშრომებისა და პუბლიკაციებისა: „ახირებული ჯარისკაცი: რეზერვის ფსიქოლოგის მემუარები და ანალიზი ამერიკა-ერაყის მეორე ომის დროს“ (2007) […]
21 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის თეატრში, პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს - პოეზია და რეციტაცია. პირველ შეხვედრაზე მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა, თამარის სახე ქართულ პოეზიაში, დალის და ამირანის მითი, წმინდა გიორგი და ამირანი. წმინდა გიორგი და ტარიელი. ტარიელი და ნესტანი; პერსევალი და ბლანშეფლორი; რუსთაველი და თამარი; პოეტი და მუზა. […]
22 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი“ გიწვევთ ვუდი ალენის მოთხრობების კრებულის ახალი თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნის მთარგმნელი, თამარ სუბელიანი, ვუდი ალენის ლიტერატურაზე ისაუბრებს. „ჩემი აპოლოგია“ თანამედროვე ამერიკელი მწერლის, სცენარისტის, მსახიობისა და რეჟისორის, ვუდი ალენის, მოთხრობების სრული კრებულია, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები. დრო: […]
23-24 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება კონფერენცია: "როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა, ისტორია, პოლიტიკა". კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები, პროფესორები, სტუდენტები, ვიზუალური არტისტები, ფოტოგრაფები და ლიტერატორები. იტალიელი თეორეტიკოსის, ანტონიო გრამშის მიერ შემოტანილი ტერმინი „სუბალტერნი“, ჩვეულებისამებრ, „დაქვემდებარებულს“, „დაბალი რანგის“ სოციალურ ჯგუფებსა თუ ადამიანთა კატეგორიებს აღნიშნავს. თანამედროვე […]
23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სამართლის სკოლის ხელშეწყობით და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მნიშვნელობა, გამოწვევები და უპირატესობები; ამერიკული და ქართული პრაქტიკის შეფასება”. დისკუსიას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი, ირაკლი ფორჩხიძე. დისკუსიას გაუძღვებიან: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, მაიკლ გრანტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს […]
23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. გაცვლითი პროგრამა Erasmus + გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. მიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: […]