23 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფ. რუდოლფ შტიხვე წაიკითხავს საჯარო ლექციას: "დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?” (Democraticand Authoritarian Political Systems. Is there a Crisis of Democracy?). რუდოლფ შტიხვე გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი სოციოლოგია. 2012 წლიდან ის ბონის უნივერსიტეტის პროფესორია, მანამდე კი მუშაობდა გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის წამყვან […]
24 სექტემბერს, 09:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო სემინარი: ”ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი, როგორც ჩამდინარე წყლების წმენდის ეფექტური ალტერნატიული გზა მცირე ტიპის დასახლებებში”. სემინარი ჩატარდება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში: „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები – WASTEnet“, რომელშიც მონაწილეობს შვიდი ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი. საქართველოს […]
25 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, თინათინ კახნიაშვილი, ჩაატარებს სემინარს თემაზე: "კოსმოლოგიური ფაზურიგადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია". სემინარზე განხილული იქნება კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს მაგნიტური ველებისა და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის გენერაციის მექანიზმები. ფენომენოლოგიურ მოდელებზე და რიცხვითი მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით,გაანალიზებული იქნება მაგნიტური ველების ევოლუცია. დრო: 25 სექტემბერი, 15:00 საათი […]
25 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, მედიის განვითარების ფონდ MDF-ის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სემინარი IMED 2015, რომელიც „სიტყვის თავისუფლების ეთიკას“ ეძღვნება. IMED 2015-ის სადისკუსიო თემაა: უნდა შეზღუდონ თუ არა ჟურნალისტებმა გამოხატვის თავისუფლება - როდის და რა მიზეზით? პანელი I: იწვევს თუ არა შარლი ებდოს მკვლელობა […]
25 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ ორი კვლევითი პროექტის შედეგებს და ინსტიტუტის განახლებულ ვებგვერდს, რომელშიც წარმოდგენილია ინსტიტუტის საქმიანობა 2012 წლიდან დღემდე. განრიგი: 17:00 - პროექტის ”ოჯახში ძალადობის დაფარული ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა და მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა” პრეზენტაცია, მაკა ლორთქიფანიძე 17:30 - შესვენება 18:00 - ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდის […]
2015 წლის 26 სექტემბერს, საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვაკის პარკში, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების, ხელოსნობის, ინჟინერიის, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი, რომელიც ერთ დღეს, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს, გამომგონებლებს, ხელოსნებს, ინჟინრებს, სამეცნიერო კლუბების წევრებს, ავტორებს, მხატვრებს, ლექტორებს, სტუდენტებს, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს, საინტერესო […]
სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია. სამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს […]
26 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე, ისრაელიდან ერთსაათიანი პროგრამით ჩამოდის სამეცნიერო აქტივობების ცნობილი ანიმატორი Dr. Molecula. Dr. Molecula - ყველა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი სახალისო-სამეცნიერო შოუს ავტორი - ატარებს შთამბეჭდავ ექსპერიმენტებს, რომელთათვისაც იყენებს ე. წ. ჩვეულებრივ ნივთებს; საგნებს, რომლებიც ყველას მოგვეპოვება სახლში და რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ. Dr. Molecula-ს შოუ თეატრალურ დადგმაა, რომელიც ეფუძნება ზუსტ […]
26 სექტემბერს, ვაკის პარკში, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე, გაიმართება ილიაუნის პირველკურსელების მიღების ცერემონია - Welcome Party. 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიგა ზედანია, მიულოცავს პირველკურსელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას და სწავლის დაწყებას, დააჯილდოებს წარმატებულ სტუდენტებს. შემდეგ კი, სპეციალურად პირველკურსელებისთვის, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: D-Level, Trashbox და yellow mellow. კონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი. 2015 წლის საბაკალავრო მიღება განსაკუთრებულად წარმატებული იყო ილიაუნისთვის. ილიაუნიმ წელს 2875 […]