
25 სექტემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ ორი კვლევითი პროექტის შედეგებს და ინსტიტუტის განახლებულ ვებგვერდს, რომელშიც წარმოდგენილია ინსტიტუტის საქმიანობა 2012 წლიდან დღემდე.
განრიგი:
17:00 – პროექტის ”ოჯახში ძალადობის დაფარული ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა და მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა” პრეზენტაცია, მაკა ლორთქიფანიძე
17:30 – შესვენება
18:00 – ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდის პრეზენტაცია, ნინო ჯავახიშვილი
18:15 – პროექტის ”იდენტობის ფორმირების თავისებურებები ქართველ ახალგაზრდებში” პრეზენტაცია, ნინო სხირტლაძე
დრო: 25 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
[wpai_display_imported_files_here]