14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციების ციკლის - „საბჭოთა პარადიგმები“ - ფარგლებში, გაიმართება პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია: „ერთმორწმუნეობიდან ბოროტების იმპერიამდე: რუსეთი საქართველოს სიმბოლურ რუკაზე“. რუსულ კულტურაში არსებობს საქართველოს მითი, რომელიც კარგადაა აღწერილი და შესწავლილი. სამწუხაროდ, თითქმის გამოუკვლეველია, რა (სიმბოლური) ადგილი უჭირავს რუსეთს ქართულ […]
18 სექტემბერს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, გაიმართება პანელური დისკუსია - ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრობლემების ანალიზი. დისკუსიის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ. განხილვის ამოცანაა, მოხდეს საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროს სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების წარმოჩენა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ამ […]
19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიუნის თეატრში, ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართება თეატრალური წარმოდგენა ,,ჩხიკვთა ქორწილი“. ინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში, უკვე წლებია, ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა ,,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთი სპექტაკლი დადგეს: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პინოკიო“, „ფიროსმანი“, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი, თეატრალური დადგმა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა […]