Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია – „ერთმორწმუნეობიდან ბოროტების იმპერიამდე: რუსეთი საქართველოს სიმბოლურ რუკაზე“

სექტემბერი 14, 2015 / 19:00

14 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციების ციკლის – „საბჭოთა პარადიგმები“ – ფარგლებში, გაიმართება პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია: „ერთმორწმუნეობიდან ბოროტების იმპერიამდე: რუსეთი საქართველოს სიმბოლურ რუკაზე“.
რუსულ კულტურაში არსებობს საქართველოს მითი, რომელიც კარგადაა აღწერილი და შესწავლილი. სამწუხაროდ, თითქმის გამოუკვლეველია, რა (სიმბოლური) ადგილი უჭირავს რუსეთს ქართულ კულტურაში. ზაალ ანდრონიკაშვილი ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა რუსეთის ადგილი და მნიშვნელობა ქართველების სივრცულ წარმოდგენებში მე-18 საუკუნის შუიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. საილუსტრაციოდ განხილულ იქნება 6 ავტორი: დავით გურამიშვილი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გიორგი დანელია, რეზო გაბრიაძე და ოთარ ჭილაძე.

დრო: 14 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
სექტემბერი 14, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: