9 ივლისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის მიერ გამოცხადებული სტუდენტური კონკურსის - ადმინისტრაციული F კორპუსის წინ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა - დაჯილდოების ცერემონიალი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებისაგან შემდგარი ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომელთაგან პირველი ადგილის მფლობელს გადაეცემა საგზური ყაზბეგში. დრო: 9 ივლისი, 17:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის […]
10 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, სამართლის სკოლის და ბიზნესის სკოლის) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისათვის B კორპუსის 202 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი. ფორუმზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეიტყონ იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიაში არსებობს და, […]
10 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, სამართლის სკოლის და ბიზნესის სკოლის ) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი. ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, თუ თქვენი ორგანიზაცია წარმოდგენილი იქნება დასაქმების ფორუმზე. მოტივაციას კი, შემდეგი […]
10 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ადმინისტრაცია პირველკურსელთათვის ატარებს საინფორმაციო შეხვედრას ძირითადი მიმართულების არჩევასთან დაკავშირებით. დრო: 10 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)
10 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე მეწარმე კურსდამთავრებულია გაერთიანებული. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სამომავლო გეგმებზე, კურსდამთავრებულების მეტად ჩართვაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან: გიგა ზედანია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მისასალმებელი სიტყვა, კურსდამთავრებულთა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობის შესახებ; ნინო დვალიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე: მეწარმეობისა და ინოვაციური […]
12 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბაკალავრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია. ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით […]