13 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში ილიაუნის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე ნიდერლანდებისა და ბელგიის საზაფხულო კურსებთან და ნიდერლანდური ენის შესწავლის პერპექტივებთან დაკავშირებით. დრო: 13 ივლისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ოთახი 503 (გ. წერეთლის […]
13 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი. გუნდი, ოთხი წელია, არსებობს და მასში მონაწილეობა 80-მდე სტუდენტმა მიიღო. გუნდი ყოველ კონცერტზე ახალ რეპერტუარს წარადგენს. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. დრო: 13 ივლისი, 18:30 საათი ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
15-19 ივლისს,11:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (C 130 ოთახი) ილიაუნის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა, პიროვნული განვითარებისა და ინოვაციური პროგრამების ტერენინგცენტრთან ერთად, ატარებს საქველმოქმედო არტ-ფსიქოლოგიურ, სარეაბილიტაციო ტრენინგს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას. ტრენინგის ბოლოს კი თითოეულ მათგანს გადაეცემა საჩუქრები. დრო: 15-19 ივლისი, 11:00-13:00 საათი ადგილმდებარეობა: […]
16 ივლისს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვის პლენარული სესია. შემდეგ დაცვა გაგრძელდება სექციებში. სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დრო: 16 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის […]
16 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. დაცვა, ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული განათლების სკოლის საბჭოს სხდომის (2015 წლის 27 მაისი) გადაწყვეტილებით, შედგება საჯაროდ, რაც გულისხმობს იმას, რომ მასზე დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. დრო: 16 ივლისი, 10:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, 2015 წლის სექტემბერში აწყობს ვორკშოპს: „დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“. ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები. ვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, საერთაშორისო ექსპერტი, BuroHappold Engineering-ის წევრი ანა სერა, მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოს წარმომადგენელი (http://gbc.org.ge) და სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელები. ვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს არქიტექტურის და […]
16 ივლისს, 18:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და Start up Grind თბილისი მასპინძლობს ინდრეკ რებეინს და კაი აილენდს. „სტარტაპ გრაინდი“ არის გლობალური „სტარტაპ“ თანამეგობრობა, რომლის მიზანია, გაანათლოს, შთააგონოს და დააკავშიროს ახალგაზრდა მეწარმეები. ის ყოველთვიურად მასპინძლობს ღონისძიებებს 40 ქალაქსა და 20 ქვეყანაში, სადაც მონაწილეობენ ადგილობრივი დამფუძნებლები, ინოვატორები, განმანათლებლები და […]
19 ივლისს, 19:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია. ტრადიციულად, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით - ქუდების ცაში აყრით […]