
13 ივლისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი. გუნდი, ოთხი წელია, არსებობს და მასში მონაწილეობა 80-მდე სტუდენტმა მიიღო. გუნდი ყოველ კონცერტზე ახალ რეპერტუარს წარადგენს. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია.
დრო: 13 ივლისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]