Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია

ივლისი 10, 2015 / 19:00

10 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე მეწარმე კურსდამთავრებულია გაერთიანებული. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სამომავლო გეგმებზე, კურსდამთავრებულების მეტად ჩართვაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან:

გიგა ზედანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მისასალმებელი სიტყვა, კურსდამთავრებულთა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობის შესახებ;

ნინო დვალიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე: მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელობის, მიმდინარე პროექტების შესახებ;

ნინო ენუქიძე – EANET პროექტის კოორდინატორი: მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიზნების, ამოცანების და შესაძლებლობების განხილვა, საიტის მოკლე პრეზენტაცია;

მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ნონიაშვილი მეწარმე კურსდამთავრებულებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა მეწარმე კურსდამთავრებულთა პროფილების ვიდეოჩვენება. პრეზენტაცია დასრულდება ფურშეტით.

დრო: 10 ივლისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივლისი 10, 2015
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: