
10 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე მეწარმე კურსდამთავრებულია გაერთიანებული. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სამომავლო გეგმებზე, კურსდამთავრებულების მეტად ჩართვაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.
პრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან:
გიგა ზედანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მისასალმებელი სიტყვა, კურსდამთავრებულთა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობის შესახებ;
ნინო დვალიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე: მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელობის, მიმდინარე პროექტების შესახებ;
ნინო ენუქიძე – EANET პროექტის კოორდინატორი: მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიზნების, ამოცანების და შესაძლებლობების განხილვა, საიტის მოკლე პრეზენტაცია;
მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ნონიაშვილი მეწარმე კურსდამთავრებულებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. პრეზენტაციის ფარგლებში, მოეწყობა მეწარმე კურსდამთავრებულთა პროფილების ვიდეოჩვენება. პრეზენტაცია დასრულდება ფურშეტით.
დრო: 10 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
[wpai_display_imported_files_here]