1-3 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „რელიგია და სეკულარიზმი კავკასიაში - ახალი კონფიგურაცია“. კონფერენციის თემაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობის თავისებური ფორმების ჩამოყალიბება, რელიგიურობის ახალი ფორმები და, ზოგადად, რელიგიური ლანდშაფტის ცვლილება პოსტკომუნისტურ პერიოდში. გარდა ამისა, კონფერენციაზე განხილული იქნება რელიგიის როლი, მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეში და სეკულარიზმის პრობლემატიკა […]
1-3 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ქრისტიან კიორნერი. ვიზიტის მიზანია სამაგისტრო სალექციო კურსის - „გლობალურიცვლილებების ეკოლოგიური პერსპექტივები“ - ფარგლებში, საჯარო ლექციების წაკითხვა. თემატიკა: აქტუალური ეკოლოგიური პრობლემების (კლიმატის გლობალური ცვლილება, მიწათსარგებლობის ცვლილება, ეკოსისტემებზე ანთროპოგენური ზემოქმედება და სხვ.) ფონზე, პროფესორი ქრისტიან კიორნერი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ლიმიტირება და […]
2 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ვიდეოჩვენებით - "ცეკვა პოლონეთში - შიდა ცხოვრება". ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან: გჟეგოჟ კონდრაშუკი (მარი კიური-სადოვსკას უნივერსიტეტი, ლუბლინი), რიჩარდ კალინოვსკი (ლუბლინის ცეკვის თეატრი), ლევან ხეთაგური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ლუბლინის თანამედროვე ცეკვის თეატრი თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევითა და პოლონეთის საგარეო […]
2 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, სტუდენტური პროექტის - “Sapere Aude” - ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი, ბექა ჩხარტიშვილი, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „ფილოსოფია და იუმორი“. დრო: 2 ივნისი, 18:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
3 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, სადაზღვევო კომპანია ”იმედი L” ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე (გარეგაყიდვების მიმართულებით). სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ სადაზღვევო საქმიანობის შემსწავლელი კურსი და დასაქმდნენ სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ კომპანიაში. სადაზღვევო აგენტის ყოველთვიური ანაზღაურება მოიცავს ფიქსირებულ ხელფასს, საკომისიოსა და დამატებით თანხას. დრო: 3 ივნისი, 14:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]
3 ივნისს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, შეხვედრების სერიის - „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ - ფარგლებში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე - „მწვანე სახლი” - ფსიქოანალიტიკური სივრცე ბავშვებისათვის. თეორიული წანამძღვრებისა და შედეგების მიმოხილვა“. ბავშვთა ფსიქოანალიზს, ისევე, როგორც ზოგადად ფსიქოანალიზს, საუკუნოვანი ისტორია აქვს და ფროიდიდან იღებს სათავეს. „ბავშვი არის ზრდასრულის […]
3, 4, 7 ივნისს ილიაუნის თეატრში მიმდინარე სეზონზე ბოლო, მეხუთე პრემიერა გაიმართება. ჟან-ბატისტ მოლიერის პიესას - „სკაპენის ოინები“ - რეჟისორი გოგა ქაჩიაბაია წარმოგიდგენთ. სპექტაკლში გამოყენებულია ნაწყვეტები პიესის აკაკი წერეთლისეული თარგმანიდან და ჟღერს იტალიური ხალხური მუსიკა და სიმღერა. სპექტაკლში ილიაუნის თეატრის მსახიობები თამაშობენ. ასევე, სპეციალურად „სკაპენის ოინებისთვის“ ილიაუნის თეატრმა სამი მსახიობი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა […]
4 ივნისს, ხუთშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართება შეხვედრა ნატო ინგოროყვასთან. ქალბატონი ნატო ინგოროყვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ "მასწავლებელისა" და ინტერნეტ-გამოცემა mastsavlebeli.ge-ს მთავარი რედაქტორი და ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელია. მოწვეული სტუმარი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ადამიანი "გლობალურ სოფელში" და მედიაგზავნილების სუპერმარკეტი", ანუ როგორ ვაქციოთ ინფორმაცია ცოდნად. დრო: 4 […]
4 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) UNHCR-ის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ჰაი შელოუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მშვიდობა და უსაფრთხოება. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები - საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის. ჰაი რუბინ დოვედ შელოუ დაიბადა 1961 წელს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში (UNHCR) მოღვაწეობა დაიწყო 1993 წელს ჰონკონგში. სხვადასხვა დროს […]
4 ივნისს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” გიწვევთ ჰარუკი მურაკამის რომანის - ”ნორვეგიული ტყე“ - ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. რომანს მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი წარადგენენ. დრო: 4 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება […]
5 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მენეჯერთა კლუბი სტუმრად იწვევს ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველს, ბატონ სოსო გალუმაშვილს, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ,,როგორ მუშაობს პიარი". სოსო გალუმაშვილი პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი და ორგანიზაცია ”ჯეპრას” მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტია 2002 წლიდან. მისი ოცწლიანი სამუშაო გამოცდილება ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში, კერძო, […]
5 ივნისს, პარასკევს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი, ბესიკ კანკია, ჩაატარებს ბიოფიზიკის მიმართულების სემინარს თემაზე: „დნმ-ის კვადრუპლექსები სამედიცინო დიაგნოსტიკასა და ნანობიოტექნოლოგიებში“. ბესიკ კანკია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
5 ივნისს, პარასკევს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის - „ახალი განმანათლებლობა“ - ფარგლებში, პროფესორი ქეთევან ჯაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "უცხო ენის როლი თარგმანის განსახორციელებლად“ დრო: 5 ივნისი, 16:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
5 ივნისს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გიწვევთ ანგლისტიკის მიმართულების სტუდენტების მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე - "ინგლისური ენის საღამო".სტუდენტები წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე დამუშავებულ ფართო სპექტრის თემატიკას: Idioms,Proverbs, Hidden Messages, Car Dust Painting, Street Art, Origami, UFOs,Weird Architectural Designs და ა.შ. დრო: 5 ივნისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) დასწრება თავისუფალია.
დასრულდა სემიოტიკის კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსი სტუდენტებისათვის - "შექმენი შენი მეტაფორა". ჟიურიმ (ჟიურის თავმჯდომარე: გიგი თევზაძე; ჟიურის წევრები: ცირა ბარბაქაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნატო დავითაშვილი) გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები. "მეტაფორების გამოფენა" და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 6 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის გამზ. №32).