31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი გიორგი ბერიაშვილი გამართავს ლექცია-კონცერტს „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“, ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე. ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით მოისმენენ ნაწყვეტებს კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან. კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა. სამუშაო ენა: […]
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია". დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას: რას ეხება კიბერუსაფრთხოება, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები. ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო […]
1 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გაიმართება WorldUpstart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია: „ადრეული ბაზრის ვალიდაცია-როგორ დავრწმუნდეთ, რომ „სწორად ქმნით მას, სანამ შექმნით“ კარინა სოტნიკის შესახებ კარინა სოტნიკი არის სერიული ანტრეპრენერი, მენტორი და მრჩეველი, რომელსაც აქვს სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება. მან დააარსა AppItUP Challenge, ციფრული […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით 4-5 ნოემბერს გაიმართება კომუნიკაციის სფეროში საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“. 4-5 ნოემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროს გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. 4 ნოემბერს, ფორუმის პირველ დღეს, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები იტალიიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან და ავსტრიიდან მსოფლიოში კომუნიკაციების […]