
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია”.
დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ პროფესიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას: რას ეხება კიბერუსაფრთხოება, რა მოვალეობები შეიძლება ჰქონდეთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიგონ მეტი დასაქმების პროცესთან დაკავშირებით და დასვან შეკითხვები.
ღონისძიება გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“, საბანკო ასოციაციის, „თინეთისა” და ხუთი კომერციული ბანკის – საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკის, ლიბერთი ბანკის, ბაზისბანკისა და პროკრედიტ ბანკ საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კომერციული სექტორის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ექსპერტები. მომხსენებლები ისაუბრებენ კიბერუსაფრთხოების ინდუსტრიის მნიშვნელობასა და ამ სფეროში კარიერის დასაწყებად საჭირო უნარ-ჩვევებზე.
სპიკერები:
დავით პაპუაშვილი, სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკი
ზაზა გაბაშვილი, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების მენეჯერი, TNET
ოთარ დანელია, მონაცემთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს ბანკი
ინგა ქარჩავა, საბანკო მიმართულების ანალიტიკოსი, საქართველოს საბანკო ასოციაცია
პაატა შეთეკაური, ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ოფიცერი, პროკრედიტ ბანკი
რობერტ ჩილინგაროვი, ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, ლიბერთი ბანკი
მოდერატორი – ნინი სიმონიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი
ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს უკვე მეორედ იწყებს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერში აღინიშნება.
კამპანიის შესახებ ვრცლად https://bit.ly/3SLUgbK
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T102 დარბაზი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია https://bit.ly/3FivufV
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]