
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი გიორგი ბერიაშვილი გამართავს ლექცია-კონცერტს „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“, ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე.
ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით მოისმენენ ნაწყვეტებს კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.
კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]