Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პიანისტ გიორგი ბერიაშვილის ლექცია- კონცერტი „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“

ოქტომბერი 31, 2022 / 19:00

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი გიორგი ბერიაშვილი გამართავს ლექცია-კონცერტს „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“, ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე.

ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით მოისმენენ ნაწყვეტებს კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ოქტომბერი 31, 2022
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: