26 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტის „ცოდნისა და პარტნიორობის გაძლიერება დამხმარე პერსონალის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის შესახებ პანდემიის პირობებში“ (IPP) შემაჯამებელი კონფერენცია „COVID-19 პანდემიისას წინა ხაზზე მომუშავე პირთა ფსიქოსოციალური საჭიროებანი“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება – პროექტის გუნდის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო […]
28 სექტემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსისა და ასტრობიოლოგის, პროფესორ რიჩარდ ჰუვერის (NASA) საჯარო ლექცია „ასტრობიოლოგია: მიკროფოსილების კვლევა მეტეორიტებში“. პროფესორი ჰუვერი იკვლევს მეტეორიტების ნივთიერებას, პლანეტების ყინულოვან თანამგზავრებს, კომეტებს და სხვა ციურ სხეულებს ასტრობიოლოგიის ინტერესთა ფარგლებში. პროფესორი ჰუვერი 15 გამოგონების ავტორია. მის მიერ შექმნილი ოპტიკური ინსტრუმენტები და სისტემები დღემდე გამოიყენება კოსმოსურ მისიებში. არის მრავალი სამეცნიერო […]
1-ელ ოქტომბერს, 13:30-15:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნო უმასპინძლებს 5-9 წლის ბავშვებს. პატარებს შეუძლიათ გაეცნონ „სანდროს წიგნებს“. შეხვედრაზე ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, პროფესორი სანდრო ასათიანი ბავშვებს წაუკითხავს საკუთარ წიგნებს და მათთან გაიმართება დისკუსია. პატარებს დაურიგებენ გასაფერადებლებს, რომლებზეც გამოსახული იქნებიან წიგნის ის გმირები, რომლებსაც ავტორთან შეხვედრაზე გაიცნობენ. დრო: 1 ოქტომბერი, 13:30-15:00 საათი სამუშაო ენა: ქართული ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის […]
1-ელ ოქტომბერს, 15:00-15:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ბავშვებს უმასპინძლებს ასტრონომი, პროფესორი გია ჯავახიშვილი, რომელიც უამბობს ამბებს ასტრონომიასა და ასტროფიზიკაზე: ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მოკლე ისტორიას; როგორ ზომავენ კოსმოსურ მანძილებს; ზოგიერთი სახიფათო კოსმოსური მოვლენის შესახებ; ციური სხეულების ევოლუციის, საინტერესო ციური ობიექტებისა და მათზე დაკვირვების შესახებ; ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპზე და რით სჯობია ის ჰაბლის ტელესკოპს. დრო: 1 ოქტომბერი, 15:00-15:30 საათი სამუშაო […]
1-2 ოქტომბერს DevOps Con Tbilisi 2022 ტექნოლოგიურ კონფერენცია გაიმართება, რომლის მთავარი აკადემიური პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. DevOps Georgia-ს გუნდი მესამედ მართავს ამ ღონისძიებას. წელს მისი გენერალური სპონსორები არიან საქართველოს ბანკი და კომპანია Data Art. რა არის DevOps? DevOps IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზებულ მიწოდებაზე გათვლილი ტექნოლოგიებისა და მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, […]
1-ელ ოქტომბერს, 15:30-16:00 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე უფროსკლასელებს უმასპინძლებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა, რომელიც მათ კოსმოსში მიმდინარე მოვლენის – კოსმოსური ამინდის შესახებ მოუყვება. ახლო კოსმოსი დიდ გავლენას ახდენს დედამიწასა და მის ატმოსფეროზე. დღეს კაცობრიობის ცხოვრება წარმოუდგენელია კომუნიკაციების, სანავიგაციო სისტემების, დედამიწის თანამგზავრების გარეშე. მათი ფუნქციონირება კი დამოკიდებულია მზესა და ახლო კოსმოსში მიმდინარე მოვლენებზე, რომლებიც ასევე […]
1-ელ ოქტომბერს,17:00-17:30 საათამდე, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ილიაუნის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი უფროსკლასელებს გრავიტაციული ტალღებით აღქმულ სამყაროს დაბადებაზე ესაუბრება. ცივილიზაციის დასაბამიდან მსოფლმხედველობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო და არის შეკითხვა „როგორ წარმოიქმნა?“ დღევანდელი სამყარო თითქმის 14 მილიარდი წლისაა და ის, რომ დღეს მეცნიერება გვთავაზობს მიდგომას, როგორ შევიმეცნოთ ახლად დაბადებული სამყარო (წამის მემილიონედის ასაკის სამყარო), შეიძლება ფანტასტიკად მივიჩნიოთ. თუმცა ეს […]