19 ივნისს, ორშაბათს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის – საუკეთესო ქართული რომანი – ლაურეატის არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილოს“ პრეზენტაცია. „სამხრეთული სპილო“ მწერლის პირველი რომანია. იგი ისაუბრებს, როგორ გაუჩნდა ნაწარმოების შექმნის იდეა და როგორ მუშაობდა მასზე. არჩილ ქიქოძეს მკითხველი იცნობს, როგორც რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორს. მათგან ორს ლიტერატურული პრემიები […]
20 ივნისს, სამშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორ ნათია ბახტაძესთან. შეხვედრის თემა: არქიტექტურის ინტეგრალური ხედვა თემის აღწერა: „არქიტექტურა არის სოციალური მანიფესტი. თუ გვინდა, რომ ვიცოდეთ, რატომ არიან გარკვეული ფორმები ასე და არა ისე, საზოგადოებას უნდა შევხედოთ, რადგან ჩვენი ნაგებობები და ქალაქები […]
20 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“. ლექციათა ციკლის მეათე ლექციის თემაა: „ ელინიზმი და თანამედროვე ხელოვნება“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ეგვიპტური მუმია და და ძველ ბერძნული ქანდაკება, ძველი ღმერთები პოეზიასა და […]
21 ივნისს, 16 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საფრანგეთში ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე სწავლით. ფრანგული ინსტიტუტის (საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახური) სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე, ბატონი ტერი ბიურტე, და კამპუს ფრანსის თბილისის ბიუროს წარმომადგენელი ანა ლოლუა დამსწრეთ დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე (სპეციალობები შეზღუდული არ არის), […]
21 ივნისს, 16 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მათთვის, ვინც დაინტერესებულია საფრანგეთში ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე სწავლით. ფრანგული ინსტიტუტის (საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახური) სამეცნიერო და საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე, ბატონი ტერი ბიურტე, და კამპუს ფრანსის თბილისის ბიუროს წარმომადგენელი ანა ლოლუა დამსწრეთ დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე (სპეციალობები შეზღუდული არ არის), საფრანგეთის […]
ოთხშაბათს, 21 ივნისს, 19:00 სთ-ზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე: ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში „ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“, - ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას […]
23 ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის (LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში) ფარგლებში გაიმართება ვორქშოფი: საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების დოკუმენტაციისა და ანალიზის მეთოდები ენათა დინამიკის თეორიის მიხედვით. პროექტ LaDyCa-ის შესახებ LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში – არის პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და […]
23 ივნისს, 18 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი მასპინძლობს იტალიელ სტუმარს ფრანჩესკო ტრეჩის. ტრეჩი ფლორენციელი მკვლევარია, რომელმაც 2015 წელს დაწერა წიგნი საქართველოს ისტორიაზე „La storia della Georgia“. ავტორმა თავისი ნაშრომი უკვე წარმოადგინა 21 ქალაქში. წიგნს დიდი ინტერესით იძენენ როგორც ქართველი ემინგარნტები, ასევე იტალიელი მკითხველები. საქართველოში მისი პრეზენტაცია პირველად, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის […]
23 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გოტინგენის გეორგ აგუსტის უნივერსიტეტის სატყეო მეცნიერებისა და ტყის ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. აჰიმ დორენბუშის საჯარო ლექცია გაიმართება. ლექციის თემაა: ტყის მენეჯმენტი და გლობალური ცვლილებები დრო: 23 ივნისი,19:00 საათი ადგილმდებარეობა: აუდიტორია G106, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი