
20 ივნისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – „პოეზია და რეციტაცია“ – ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7 ხელოვნება“.
ლექციათა ციკლის მეათე ლექციის თემაა: „ ელინიზმი და თანამედროვე ხელოვნება“.
მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ეგვიპტური მუმია და და ძველ ბერძნული ქანდაკება,
ძველი ღმერთები პოეზიასა და ქანდაკებაში, წარმართობა და ქრისტიანობა,
ხელოვნება – რეალობა და ინტერპრეტაცია
დრო: 20 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]