Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საერთაშორისო ვორქშოფი პროექტ LaDyCa-ის ფარგლებში

ივნისი 23, 2017 / 11:00

23  ივნისს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში პარიზის  სორბონის  უნივერსიტეტისა  და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთობლივი  პროექტის (LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში) ფარგლებში  გაიმართება ვორქშოფი: საფრთხის  ქვეშ  მყოფი ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების  დოკუმენტაციისა  და  ანალიზის  მეთოდები ენათა დინამიკის თეორიის მიხედვით.

პროექტ  LaDyCa-ის შესახებ

LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში – არის პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია კავკასიური ენების (ამ ეტაპზე კი, ძირითადად, ქართველური ენების) კვანტიტატიური დიალექტოლოგიის, სოციოფონეტიკური და ეკოლინგვისტური მეთოდებით დამუშავება. პროექტი გულისხმობს  კავკასიურ ენათა დინამიკის ანალიზს კომპლექსურობის თეორიის ჭრილში და „ალპური ლინგვისტიკის“ ვერტიკალური არქიპელაგის პარადიგმათა მოდელებით.

დრო:  23  ივნისი, 11:00 -18:00  საათი
ადგილმდებარეობა: აუდიტორია  E 207, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 23, 2017
Time:
11:00
Event Category:
Event Tags: