ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო პროგრამა აბიტურიენტებისთვის: შეხვედრა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის დამსაქმებელთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. 6 თებერვალს, 14:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამების დამსაქმებელთან. შეხვედრის პირველ ნახევარში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ სფეროს დამსაქმებლებს და გაეცნობით ინფორმაციას ტექნოლოგიების სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ. მეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და დამსაქმებლებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, […]

კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის დასაქმების პერსპექტივები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის. 6 თებერვალს, 21:00 საათზე, ტექნოლოგიების სკოლა შეგახვედრებთ საერთაშორისო მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებთან. შეხვედრაზე მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით დასაქმებულ წარმატებულ ქართველ ინჟინრებსა და მეცნიერებს და მოისმენთ მათი მიმდინარე პროექტების შესახებ. დასაქმების პერპექტივებსა და ინჟინერიაში კარიერული განვითარების […]

დათო სამნიაშვილის ღია ლექცია: ლიტერატურა და ჩეთბოტები

8 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მესამე ღია ლექციას გამართავს მწერალი დათო სამნიაშვილი. ლექციის თემა: ლიტერატურა და ჩეთბოტები ჩეთბოტებს ხშირად ინტერაქციულ წიგნებადაც მოიხსენიებენ. კავშირი ლიტერატურასა და ჩეთბოტს შორის ნამდვილად დიდია. როგორ იწერება დიალოგი, როგორ იქმნება პერსონაჟი, როგორ იქმნება თანმიმდევრული ტექსტი – ამ ყველაფრის შესახებ მწერლის პერსპექტივებიდან დათო […]

სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში

ილიაუნის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია UniLab-ი იწყებს სტაჟირებაზე მიღებას. თუ გაინტერესებს დიზაინი, python, wordpress, PHP, Front-End ან ციფრული კომუნიკაცია, გარკვეული ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა. UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი სტაჟირების პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა საკუთარი პორტფოლიო, […]

Live-საინფორმაციო შეხვედრა – სასკოლო აქტივობების კონკურსი „TECH-განმანათლებელი“

12 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსის „TECH-განმანათლებელი“ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს დაუსვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე (აპლიკაციის შევსებასთან, შესარჩევი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით). ასევე ნაჩვენები იქნება შესარჩევი დავალების ნიმუშები. Live-საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, […]

ზურა ჯიშკარიანის ღია ლექცია: ანიმა ჩეთბოტიქსის მიერ შექმნილი ჩეთბოტები

15 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას ერთობლივი პროექტის „ჰაკათონი ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტის შესაქმნელად“ ფარგლებში მეოთხე  ღია ლექციას გამართავს ანიმა ჩეთბოტიქსის დამფუძნებელი ზურა ჯიშკარიანი. მომხსენებელი ისაუბრებს „ანიმა ჩეთბოტიქსზე“, პირველ კომპანიაზე, რომელმაც დაიწყო ჩეთბოტების „წარმოება“ და არაერთი პროექტი განახორციელა როგორც ბიზნესის, ისე საჯარო სექტორებისა და ხელოვნებისთვისაც კი. ასევე ამ პროექტების შექმნის პროცესზე, გამოწვევებზე, რომლებიც დგება ამ მიმართულებით და […]

ილიაუნი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის პრეზენტაციას გამართავს

18 თებერვალს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო კორპუსში გაიმართება პროექტის „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პრეზენტაცია. პროექტს განახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით. პრეზენტაციას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. გიგა ზედანია,  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერი ნიკა (ნინო) ყოჩიაშვილი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე […]

ვებინარები ადრეულ განათლებაზე: „თამაში და კომპეტენტური აღმზრდელი“

18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „ვებინარები ადრეულ განათლებაზე“ მეოთხე შეხვედრა. თემა: „თამაში და კომპეტენტური აღმზრდელი“ შეხვედრაზე ისაუბრებენ ნინო ჯიჯავაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. საბავშვო ბაღის „მწვანე ალუბალი“ თანადამფუძნებელი. 2007 წლიდან ჩართულია ადრეული განათლების სფეროში, აქვს როგორც ბაღში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, ასევე  სხვადასხვა საკანონმდებლო დოკუმენტის, კურიკულუმისა და […]

ონლაინკონფერენცია „დაიწყე ცვლილება შენით“

23 თებერვალს, 16:00 საათზე, USAID/საქართველოს ორგანიზებით გაიმართება ონლაინკონფერენცია  „დაიწყე ცვლილება შენით“. კონფერენციის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ამ თემაზე საუკეთესო მაგალითების წარმოჩენა, მათი ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. სტუმრები ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის: სამოქალაქო აქტივიზმი, ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების აუცილებლობა და მათი სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. თემები: საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის ძირითადი მახასიათებლები; რისი მოტანა შეუძლია […]

„თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“. კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე. ► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? კურსი განკუთვნილია  IX-XII კლასების მოტივირებული  მოსწავლეებისთვის მთელი […]