„თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“. კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე. ► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? კურსი განკუთვნილია  IX-XII კლასების მოტივირებული  მოსწავლეებისთვის მთელი […]

ეროვნული ფესტივალი „Science on Stage“ – საინფორმაციო შეხვედრა

27 თებერვალს, შაბათს, 19.00 საათზე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს ვიწვევთ „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“)  საინფორმაციო შეხვედრაზე. დამსწრეთ გავაცნობთ  სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც  19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორია საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – Science on Stage-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. შეხვედრა ჩატარდება ZOOM პლატფორმის საშუალებით. შეხვედრის ბმული: […]

ტექნოლოგიების სკოლის საორიენტაციო შეხვედრა კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ

5 მარტს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმაზე, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის შესახებ. მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:  ერეკლე მაღრაძე, კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ხელმძღვანელი;  შოთა ცისკარიძე, პროგრამული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით; […]

ვებინარების ციკლი „ჰიდროენერგეტიკის მდგრადი განვითარებისათვის“: ჰიდროენერგეტიკის სტრატეგიული და ენერგეტიკული საკითხები

10 მარტს, WEG, ილიას უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, იწყებს ვებინარების ციკლს - ჰიდროენერგეტიკა და მდგრადი განვითარება. სემინარებზე განხილული იქნება ჰიდროენერგეტიკის აქტუალური თემები, მათ შორის: ჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და  ჰესების ალტერნატივები; ჰიდროსადგურების მშენებლობის ეკონომიკური და ფინანსური ასპექტები, შედეგები ქვეყნისთვის და ინვესტორისთვის; პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ზეგავლენა და მათი […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო კურსი: აკადემიური წერის გამოცდილება დისტანციურ ფორმატში

ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრთან და გოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო ლაბორატორიასთან (IWLUGOE) თანამშრომლობით. აკადემიური წერის დარგში თანამშრომლობით პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 15. სამუშაო ენაა ინგლისური. კონკურსში მონაწილეობისთვის განიხილებიან მხოლოდ ის პირები, ვისაც ინგლისურ ენაში აქვს მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი […]

ქალთა ისტორიის თვე 2021

ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება დამისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათამიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ქალების შესახებ ონლაინ- კამპანიითა და სხვადასხვა […]

ეროვნული ფესტივალი „SCIENCE ON STAGE“ – მეორე საინფორმაციო შეხვედრა

20 მარტს, შაბათს, 19.00 საათზე, გაიმართება „Science on Stage“-ის („მეცნიერება მთავარ როლში“) მეორე საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე ვიწვევთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ყველა მასწავლებელს. გაგაცნობთ სიახლეებს ეროვნული ფესტივალის შესახებ, რომელიც 19 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. შეხვედრაზე შეგიძლიათ დასვათ შეკითხვები საფესტივალო პროექტებისა და ფესტივალის ორგანიზაციული საკითხების შესახებ. ფესტივალის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი […]

ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაცია

30 მარტს, სამშაბათს, 17:00 საათზე, საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის ქართული წარმომადგენლობა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში გამართავს ქართველ პოეტ ქალთა ანთოლოგიის „მე ბევრი ვარ. 15 ქართველი პოეტი ქალი“ პრეზენტაციას. წიგნი საფრანგეთში გამომცემლობა L'Inventaire-მა გამოსცა. მისი მთარგმნელია ბაჩანა ჩაბრაძე, საფრანგეთში მოღვაწე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეს არის ქართული პოეზიის პირველი ფრანგული გამოცემა, რომელიც მხოლოდ ქალებს […]

რა არის HICD მოდელი? როგორ გავზარდოთ ინსტიტუციური და ინდივიდუალური ეფექტიანობა

1-ლ აპრილს, 17:00 საათზე, USAID HICD Activity-ის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება HICD Live-Space საუბარი ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მოდელის შესახებ. HICD Live-Space საუბრები HICD პროექტის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია GEC-ის მხარდაჭერით ხორციელდება. GEC-ის ექსპერტ-კონსულტანტები გიორგი სიმონგულაშვილი და ეკა ქათამაძე განვითარების HICD მოდელსა და იმ კონკრეტულ მეთოდებზე იმსჯელებენ, რომლებიც ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობის […]

test

tesy