ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინოვაციური ტექმეწარმეობა

26 აპრილს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს დავით ჩეჩელაშვილის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – ინოვაციური ტექმეწარმეობა“. ინოვაციური მეწარმეობის არსი მდგომარეობს შემდეგში: სხვებზე ადრე დავინახოთ ცვლილებები და მათი მონეტიზაციისთვის დავაარსოთ სტარტაპი, რაც ძალიან რთულია. მომხსენებელი ისაუბრებს,როგორ უნდა გავზარდოთ ასეთ ცვლილებათა დანახვის შანსი და როგორ გავარჩიოთ ხანმოკლე […]

Fablab-ისა და Zoomout-ის საინფორმაციო შეხვედრა

29 აპრილს, 20:00 საათზე, ფაბლაბ ილიაუნი და ზუმაუთი დისტანციურად, ზუმის პლატფორმის საშუალებით, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მათი საქმიანობისა და დანიშნულების შესახებ. ფაბლაბ ილიაუნი არის ლაბორატორია, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტებმა, ისევე, როგორც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, და თავიანთი ინოვაციური იდეების პროტოტიპები შექმნან კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს […]

საერთაშორისო სეზონური სკოლა და კონფერენცია „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 4–9 მაისს გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო სეზონურ სკოლასა და კონფერენციაში „ქართული ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები“. კონფერენცია და სეზონური სკოლა განკუთვნილია ბუნებრივი ენის დამუშავების ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს, რომელთა ინტერესებს წარმოადგენს: მანქანური თარგმნა; ტექსტიდან მონაცემებისა და ინფორმაციის მოპოვება; ტექსტის დამუშავების სტატისტიკური მეთოდები; გრამატიკული ფორმალიზმი; სემანტიკური პროცესები; ლინგვისტური რესურსები […]

კომპოზიტორ ეკა ჭაბაშვილის ვორკშოპი „მუსიკა, როგორც ჩვენი სამყაროს მოწყობის მოდელი“

17 მაისს, ორშაბათს, 17:00 საათზე ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის ონლაინვორკშოპს გამართავს ცნობილი კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი. ის ისაუბრებს კომპოზიტორებისთვის, და ზოგადად მუსიკის შექმნის პროცესით დაინტერესებული პირებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: მუსიკის შექმნის პროცესში ინტუიციური და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება; მუსიკალური პარამეტრების პრიორიტეტები მათი გამოყენების მეთოდების დემონსტრირებით; ასევე ალეატორულ ტექნიკასა და ალტერნატულ/გრაფიკულ ნოტაციაზე. მსურველებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ […]

უნილაბის ღია ლექციები

ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი 19-23 მაისს გამართავს საჯარო ლექციებს ციფრული მარკეტინგით, გრაფიკული დიზანით, Front-end development-ით, Wordpress-ითა და ნარატივდიზაინით დაინტერესებული პირებისთვის. განრიგი _____________________________________________________________________________________________ თემა: „ციფრული კომუნიკაციები – ჩვენი ყოველდღიურობა“ მომხსენებელები: მარიამ მიხანაშვილი, ციფრული მარკეტინგის კურსდამთავრებული და ფინალური პროექტის გამარჯვებული, მარიამ ჩხოლარია, ციფრული მარკეტინგის სტაჟირების მენტორი უნილაბში, ქოფირაითერი დრო: 19 მაისი, 20:00 საათი ვრცლად: https://bit.ly/33XA3Zi _________________________________________________________________________________________ თემა: გრაფიკული დიზაინი მომხსენებელი: ლევან გაგოშვილი, […]

ღია ლექცია – ციფრული კომუნიკაციები

19 მაისს, 20:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გაიმართება ღია შეხვედრა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: „ციფრული კომუნიკაციები – ჩვენი ყოველდღიურობა“. ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე: რისთვის გჭირდება ციფრული კომუნიკაციები და რა უპირატესობები აქვს ტექნოლოგიურ სამყაროს? მომხმარებელს შენამდე მოიყვანს „ენა ტკბილად მოუბარი“, ანუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბრენდის კომუნიკაცია; უნილაბის ციფრული მარკეტინგის კურსის მიმოხილვა – პირველი ლექციიდან ფინალურ პროექტამდე. შეხვედრას გაუძღვებიან სპიკერები: მარიამ […]

ღია ლექცია – გრაფიკული დიზაინი

20 მაისს, 21:00 საათზე, უნილაბის ფეისბუქგვერდზე ლაივშეხვედრას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსდამთავრებული ლევან გაგოშვილი, რომელიც ისაუბრებს გრაფიკული დიზაინის შესახებ:  როგორ დაინტერესდა გრაფიკული დიზაინით;  რატომ გადაწყვიტა უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა;  რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში. თუ გრაფიკული დიზაინი შენთვის საინტერესო სფეროა, შემოგვიერთდი უნილაბის Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/UniLabEdu 2021 წელი

იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“

იაპონიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა გამართავს საჯარო ონლაინლექციას თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“ (Japan’s Post-War Success and Challenges). იმამურა აკირა ტოკიოს უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2020 წლის დეკემბერში. […]

ღია ლექცია – Front-end დეველოპმენტი

21 მაისს, პარასკევს, უნილაბის Facebook-გვერდზე ლაივშეხვედრას უმასპინძლებს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსდამთავრებული, Front-end დეველოპერი ქეთევან ფილიშვილი, რომელიც ისაუბრებს შემდეგ თემებზე:  რას გულისხმობს Front-end დეველოპმენტი;  როგორ დაიწყო ამ პროფესიით დაინტერესება;  რატომ გადაწყვიტა უნილაბში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა;  რა ცოდნა და გამოცდილება დააგროვა კურსის განმავლობაში;  და ბოლოს: გაგიზიარებთ საკუთარ ფინალურ ნამუშევარს, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნით შექმნა. თუ ეს ჩამონათვალი საინტერესოდ გეჩვენება, […]

ღია ლექცია – WordPress დეველოპმენტი

22 მაისს, 20:00 საათზე, ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ყოფილი სტუდენტები და ახლა უკვე ვორდპრესის სტაჟიორები გიამბობენ საკუთარი გამოცდილების შესახებ ვებდეველოპმენტის მიმართულებით, გაგიზიარებენ პრაქტიკულ რჩევებს, ისაუბრებენ პლატფორმის უპირატესობებსა და შესაძლებლობებზე ღია ლექციაზე ასევე გაიგებთ, როგორ გადადგა ვებდეველოპმენტის სფეროში პირველი ნაბიჯი და რა არის საჭირო ამისთვის. გელოდებით 22 მაისს, შაბათს, 20:00 საათზე, უნილაბის Facebook-გვერდზე: https://bit.ly/2QDUtU9 2021 წელი